ბიოკან DHPPi+L ძაღლის ვირუსული დაავადებების და ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგო ვაქცინა
ბიოკან DHPPi+L ძაღლის ვირუსული დაავადებების და ლეპტოსპიროზის  საწინააღმდეგო ვაქცინა

მწარმოებელი: Bioveta, a. s.

შემადგენლობა: ვაქცინის შემადგენლობაში შედის 5 ვირუსის და ძაღლების ლეპტოსპიროზის განსაკუთრებით გავრცელებული სეროტიპების ანტიგენები.

ჩვენება

გამოიყენება ძაღლის დაავადებების

ჭირის

ინფექციური ჰეპატიტის

ინფექციური ლარინგოტრაქეიტის

პარვოვირუსის

პარაგრიპის

ლეპტოსპიროზის  საწინააღმდეგო აქტიური იმუნიზაციის მიზნით.

ბიოლოგიური თვისებები:

იმუნიტეტის ჩამოყალიბება იწყება პირველი ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ.

მყარი იმუნიტეტი ყალიბდება რევაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ.

იმუნიტეტის შენარჩუნების მიზნით ცხოველს უნდა ჩაუტარდეს ყოველწლიური რევაქცინაცია.

მიღების წესი და დოზირება:

ვაქცინაციის სქემა უნდა განსაზღვროს ვეტერინარმა ექიმმა ეპიზოოტიური სიტუაციის მიხედვით.

ვაქცინაცია უტარდებათ ძაღლებს (ლეკვებს) 8 კვირის ასაკიდან დაწყებული.

ვაქცინაციას ექვემდებარებიან მხოლოდ ჯანმრთელი და კარგად ნაკვები ცხოველები.

ვაქცინაციამდე 10 დღით ადრე უნდა ჩატარდეს ანტიპარაზიტული დამუშავება.

ვაქცინა შეჰყავთ კანქვეშ ბეჭის არეში.

ვაქცინაციის წინ ვაქცინის ლიოფილიზებული კომპონენტი იხსნება თხევად კომპონენტში. ვაქცინა გამოიყენება გახნისთანავე.

დოზა 1 მლ ცხოველის ასაკის, წონის და ჯიშის მიუხედავად.

ერთხელ აცრილ ცხოველებს უნდა ჩაუტარდეთ რევაქცინაცია 14–21 დღის განმავლობაში.

ბიოკან DHPPi+L გამოიყენება როგორც ცალკე, ასევე ბიოკანის სხვა ვაქცინებთან ერთად ვაქცინაციის რეკომენდებული სქემის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები: ზოგადი ჰიპერთერმიული დაავადებები.

შენახვის პირობები: ინახება მაცივარში, 2–80C­ზე (დაუშვებელია გაყინვა).

შენახვის ვადა: 24 თვე.