ბიოკან Puppy ძაღლის ჭირის და პარვოვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა
ბიოკან Puppy ძაღლის ჭირის და პარვოვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

მწარმოებელი: Bioveta, a. s.

მწარმოებელი: ბიოვეტა, ჩეხეთი

შემადგენლობა: ვაქცინა შეიცავს ძაღლის ჭირის ცოცხალ და პარვოვირუსის ინაქტივირებულ ანტიგენებს.

ჩვენება

გამოიყენება ძაღლის ჭირის და პარვოვირუსული ინფექციების საწინააღმდეგოდ აქტიური იმუნიტეტის ფორმირების მიზნით.

ბიოლოგიური თვისებები:

ვაქცინა იცავს ცხოველს ჭირისა და პარვორუსული ინფექციისაგან.

იმუნიტეტის შესანარჩუნებლად უნდა ჩატარდეს ყოველწლიური ვაქცინაცია.

მიღების წესი და დოზირება:

ვაქცინაციის სქემა უნდა განსაზღვროს ვეტერინარმა ექიმმა ეპიზოოტიური სიტუაციის მიხედვით.

ვაქცინაცია უტარდება ძაღლებს (ლეკვებს) 5 კვირის ასაკიდან დაწყებული.

ვაქცინაციას ექვემდებარებიან მხოლოდ ჯანმრთელი და კარგად ნაკვები ცხოველები.

ვაქცინაციამდე 10 დღით ადრე უნდა ჩატარდეს ანტიპარაზიტული დამუშავება.

ვაქცინა შეყჰავთ კანქვეშ ბეჭის არეში.

ვაქცინაციის წინ ვაქცინის ლიოფილიზებული კომპონენტი იხსნება თხევად კომპონენტში. ვაქცინა გამოიყენება გახნისთანავე.

დოზა 1 მლ ცხოველის წონის, ასაკის და ჯიშის მიუხედავად.

ერთხელ აცრილ ცხოველს უნდა ჩაუტარდეს რევაქცინაცია 14–21 დღის განმავლობაში.

ბიოკან Puppy გამოიყენება როგორც ცალკე, ასევე ბიოკანის სხვა ვაქცინებთან ერთად ვაქცინაციის რეკომენდებული სქემის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები: ზოგადი ჰიპერთერმიული დაავადებები.

შენახვის პირობები: ინახება მაცივარში, 2–80C­ზე (დაუშვებელია გაყინვა).

შენახვის ვადა: 24 თვე.

შეფუთვის  ფორმა: პლასტიკის კოლოფი 20 ფლაკონით, 10×1მლ ბიოკან Puppy  ლიოფილიზებული კომპონენტი (D),10×1 მლ ბიოკან Puppy თხევადი კომპონენტი (P).