ბიორიტმი ლეკვებისათვის (პერორალური ტაბლეტები)
ბიორიტმი ლეკვებისათვის                 (პერორალური ტაბლეტები)

მწარმოებელი: VEDA

მწარმოებელი: შპს „ვედა“, რუსეთი


შემადგენლობა: ენერგეტიკული და კვებითი ღირებულება იქმნება შემდეგი კომპონენტებით:

მინერალური კომპლექსი, ვიტამინური კომპლექსი, ლუდის საფუარი, ალბუმინი, ინულინი,

კოლაგენის ჰიდროლიზატი, L­კარნიტინი, დამხმარე კომპონენტები.

100 გრ დილის კომპლექსი შეიცავს: 

ვიტამინებს: A  – 20000 მე, E  – 200,0 მგ, B1 – 3,0 მგ, B3 – 2,0 მგ, B6 – 3,0 მგ, L–კარნიტინი – 0,5 გრ. 

მინერალებს: მაგნიუმი – 20 მგ, მანგანუმი – 10 მგ, სპილენძი – 2,5 მგ, თუთია – 2,0 მგ,რკინა – 1,5 მგ,იოდი – 5,0 მგ, სელენი – 2,0 მკგ, მოლიბდენი – 2,0 მკგ, კოლაგენის ჰიდროლიზატი – 0,5 გრ, ალბუმინი – 0,5 გრ. 

კვებითი ღირებულება: ცილები – 4,5 გრ, ცხიმები – 0,2 გრ, ნახშირწყლები – 88 გრ. 

ენერგეტიკული ღირებულება: 100 გრ­ში – 370 კკალ. 

100 გრ საღამოს კომპლექსი შეიცავს: 

ვიტამინებს: D3 – 200 მე, H – 0,6 მგ, K – 0,06 მგ, B2 – 0,9 მგ, B5 – 4,0 მგ, B9 – 1,5 მგ, B12 – 0,7 მკგ,B4 – 5,5 გრ, L­კარნიტინი – 0,5 გრ. 

მინერალებს: კალციუმი – 5,0 გრ, ფოსფორი – 4,0 გრ, კალიუმი – 1 გრ, 

კვებითი ღირებულება: ცილები – 4,5 გრ, ცხიმები – 0,2 გრ, ნახშირწყლები – 82 გრ.

გამოიყენება

ლეკვებში: ვიტამინების და მინერალების ნაკლებობის შესავსებად და ამ ნივთიერებებზე სადღეღამისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

პრეპარატის დანიშნულება:

ფორმულა „დილა“ და „საღამო“ შემუშავებულია ბიოლოგიური მოთხოვნილების გაანგარიშებით;

დილის აბები შეიცავს კომპონენტებს, რომელიც საჭიროა:

ენერგიის შესავსებად

მონელების გასაუმჯობესებლად

იმუნური სისტემის გასააქტიურებლად

გულის მუშაობის გასაძლიერებლად

სისხლძარღვების ტონუსის გასააქტიურებლად

ძვლების და კბილების გასამაგრებლად

საღამოს აბები შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც:

უჯრედებს ამდიდრებს ჟანგბადით

ასუფთავებს თირკმლებს, ღვიძლს და სისხლს

ხელს უწყობს ბეწვის ზრდას

აღადგენს ქსოვილებსა და ორგანოებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ახალი თაობის ფუნქციონალურ (გამაჯანსაღებელ) საკვებს

პრეპარატი შეიცავს ვიტამინების და მიკროელემენტების სრულად ათვისებად ფორმებს

პრეპარატი (გაყოფილი 2 მიღებაზე) აკმაყოფილებს ლეკვის სადღეღამისო მოთხოვნილებას საკვებ ნივთიერებებზე

ლეკვის სწორი განვითარებისათვის საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს:

საყრდენ­მამოძრავებელი აპარატის განვითარებას

ჯანმრთელ საჭმლის მონელებას

ნორმალურ ფსიქიკას.

ამის მისაღწევად ბიორიტმში ჩართულია:

კოლაგენის ჰიდროლიზატი

პრებიოტიკი ინულინი

ალბუმინი.

L­კარნიტინი უზრუნველყოფს:

ცხიმების სწორ მეტაბოლიზმს

ენერგიის მოზღვავებას

კუნთების სიძლიერეს

ეხმარება გულს და ღვიძლს ნორმალურ (ჯანმრთელად) მუშობაში.

მიღების წესი და დოზირება:

დილის აბი ყვითელი მარკირებისაა

საღამოს აბი შავი მარკირებისაა

ცხოველს ეძლევა თითო აბი 2­ჯერ დღეში

დილას – 1 ტაბლეტი ყვითელი მარკირებით

საღამოს – 1 ტაბლეტი შავი მარკირებით.

კომპლექსი ბიორიტმი ლეკვებისათვის რეკომენდებულია 2 თვის ასაკიდან

შეფუთვა გაანგარიშებულია 24­დღიან კურსზე

განმეორებითი კურსი შეიძლება ჩატარდეს 6­7დღიანი შესვენების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები: არ გააჩნია.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 0–250C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 1 წელი.

შეფუთვის ფორმა: 48 ტაბლეტი (0,5 გრ) მუყაოს კოლოფში.