კოტ ბაიუნი (ძაღლების, კატების ქცევების საკორექციოთ)
კოტ ბაიუნი (ძაღლების, კატების ქცევების საკორექციოთ)

მწარმოებელი: VEDA

შემადგენლობა:  კოტ ბაიუნის ნაყენი შეიცავს: თავშავას ბალახს – 0,45%, ძიძოს ბალახს – 0,23%, კატაბალახას ფესვებით – 0,23% და ფიტოკომპლექსს – 1,45%, რომელიც შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტებს: კუნელის ყვავილს და ნაყოფს, ხვიის გირჩებს, შავბალახას, ბაღის პიტნის ფოთლებს, სუროსებრ ოშოშას ბალახებს, ქარაძენძის ბალახებს, ბარამბოს ბალახებს, გრაკლას ყვავილებს, კრაზანას, ბეგქონდარას, ბერულას ბალახებს, ფერდობის ყორღანის ბალახებს, ჯინჭრის ფესვებს და ფოთლებს, იორდასალამის ბალახებს. ხოლო დამხმარე ნივთიერებების სახით – გამოხდილ წყალს 100%-მდე. პრეპარატში ფლავონოი¬დების ჯამური შემცველობა – 0,007%, ვალერიანის, მჟავას – არა ნაკლები 0,025%-ისა.

ჩვენება: გამოიყენება ძაღლების, კატების ქცევების საკორექციოდ, ცხოველთა აგრესიის (რომელიც განპირობებულია შიშით), ფობიების (ხმაურის შიში, დაშორების შიში, შიში და აგზნება გამოფენებისა და ტრანსპორტირების წინ), სექსუალური ქცევის დარღვევის (სქესობრივი აგრესია, დაგრი¬ლების იმიტაცია; კატების ყვირილით სქესობრივი ნადირობის დროს; გადამეტებული შეშფოთება ცრუ მძუნაობის დროს), ბინაში უთავბოლო სირბილის, ჰიპერაქტიურობის, გამუდმებული უმიზეზო ყეფის, თავსმოხვეული გამოლოკვის,  კოპროფაგიის და სხვა შემთხვევების დროს.

ფარმაკოლოგიური თვისებები: სამკურნალო პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მის შემადგენლობაში არსებული მცენარეული ნედლეულიდან მიღებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომელთაც გააჩნიათ სედაციური, ანქსიოლიტიკური (შიშის გრძნობის შემასუსტებელი) და სპაზმოლიტიკური თვისებები. 

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატს აძლევენ პერორალურად განუზავებლად: კატებს 2–2 მლ (0,5 ჩაის კოვზო), ძაღლებს – 4 მლ (1 ჩაის კოვზი) 3–4-ჯერ დღეში 5–7 დღის განმავლობაში ყოველთვიურად, ან სასმელ წყალში დამატებით.

გვერდითი მოვლენები:  არ აღინიშნება.

უკუჩვენებები: პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან შეუთავსებლობის თაობაზე ცნობები არ არსებობს. 

გაფრთხილებები:  პრეპარატის გამოყენებისას დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენის და უსაფრთხოების საერთო წესები.

შენახვის პირობები:  ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 0–250C­¬ზე. გახსნილი ფლაკონი ინახება მაცივარში (2–80C-ზე) 7 დღე-ღამის განმავლობაში. 

შენახვის ვადა:  1 წელი.

შეფუთვის ფორმა: 10მლ შუშის ფლაკონები.