კოტერვინი (უროლოგიური სინდრომის და შარდ-კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის)
კოტერვინი (უროლოგიური სინდრომის და შარდ-კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის)

მწარმოებელი: VEDA

შემადგენლობა: კოტერვინის 100 მლ  მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ჩვეულებრივი მატიტელას (Polygonum aviculare L.) ბალახს – 1,5%;  მინდვრის შვიტას (Equistenum arvense L.) ბალახს – 0,5%; მთის მატიტელას (Polygonum persicaria L.); მინდვრის ფშნის (Ononis arvensis L.) ფესვებს; ხოლო დამხმარე ნივთიერების სახით – გაწმენდილ წყალს – 100%-მდე.

ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება კატებში უროლოგიური სინდრომის და შარდ-კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

კოტერვინს გააჩნია სალურეტული (მარილგამომყვანი), დიურეტული (შარდმდენი) და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სამკურნალო მცენარეები ხელს უწყობენ ქვების გახსნას (ოქსალატების გარდა).

მიღების წესი და დოზირება:

კოტერვინს იყენებენ პერორალურად პროფილაქტიკური მიზნით და დაავადების რეციდივების თავიდან ასარიდებლად სადღეღამისო დოზით 2–4 მლ ცხოველზე 5–7 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსს იმეორებენ ყოველ 3–4 თვეში.

უროლოგიური სინდრომის სამკურნალოდ შარდ-კენჭოვანი დაავადების საწყის სტადიებზე კოტერვინს იყენებენ 2–4 მლ პერორალურად 2-ჯერ დღეში 5–7 დღის განმავლობაში.

პრეპარატის გამოყენება აუცილებლად უნდა იყოს შეთავსებული სიმპტომატური საშუალებების გამოყენებასთან.

ცხოველში შარდის შეჩერების შემთხვევაში პრეპარატის პერორალურად გამოყენებასთან ერთად შარდის ბუშტში დამატებით შეჰყავთ (კათეტერის მეშვეობით) 10–16 მლ 2 დღე-ღამეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები: კოტერვინის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ აღინიშნება.

უკუჩვენებები: ცნობები კოტერვინის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან შეუთავსებლობის თაობაზე არ არსებობს. პრეპარატი არ გამოიყენება პროდუქტიულ ცხოველებში.

გაფრთხილებები: კოტერვინთან მუშაობის დროს დაიცავით პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების საერთო წესები.

შენახვის პირობები:  ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 0–250C­¬ზე. 

შენახვის ვადა: 1 წელი.

შეფუთვის ფორმა: 10მლ შუშის ფლაკონები.