ოქსიტოცინი (საინექციო ხსნარი)
 ოქსიტოცინი (საინექციო ხსნარი)

მწარმოებელი: Мосагроген

შემადგენლობა:

1მლ შეიცავს: ოქსიტოცინი 5 სე ან 10 სე (საერთაშორისიო ერთეულები),

დამხმარე ნივთიერებება  ნიპაგინი და საინექციო წყალი.

სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ღორი, ცხვარი, თხა, ძაღლი და კატა

ჩვენება:

·   სუსტი სამშობიარო მოქმედება

·   მშობიარობის შემდგომი შეკავება

·   რეფლექტორული აგალაქტია

·   მასტიტები

·   საშვილოსნოს სისხლდენა

ფარმაკოლოგიური თვისებები: ოქსიტოცინი ავლენს მასტიმულირებელ მოქმედებას საშვილოსნოს გლუვ მუსკულატურაზე, განსაკუთრებით ორსულობის ბოლოს და მშობიარობის მიმდინარეობის დროს.

ოქსიტოცინი ხელს უწყობს რძის გამოყოფის გაძლიერებას, ახდენს რა რძის სეკრეციის სტიმულირებას ალვეოლებში, ამავდროულად რძის შემოსვლას ალვეოლებიდან მსხვილ სადინარებში და სინუსებში.

პრეპარატი მოქმედებას იწყებს კანქვეშ ან კუნთში შეყვანიდან 1–2 წუთის შემდეგ და გრძელდება 20–30 წუთის განმავლობაში; ვენაში შეყვანის დროს მოქმედება იწყება 0,5–1 წუთის შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება:

-  პრეპარატი შეიყვანება კანქვეშ, კუნთებში და ვენაში, საჭიროების დროს  ნოვოკაინთან კომბინაციაში ეპიდურალურად დოზებით:

ცხოველი

შეყვანის ხერხი და დოზები, ME

კუნთებში ან კანქვეშ

ვენაში

ეპიდურა­ლურად

ფაშატი, ფური, ნეზვი

იგივე ცხოველები 200 კგ-მდე

ცხვარი, თხა

ძაღლი

კატა

30–60

30

10–15

5–10

3

20–40

20

8–10

2–7

2

15–30

10–15

2

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ აღინიშნება.

ოქსიტოცინის დოზის გადაჭარბების დროს შესაძლებელია ძლიერი სამშობიარო მოქმედება.

უკუჩვენებები: ოქსიტოცინს გააჩნია უკუჩვენება: არ შეიძლება მისი გამოყენება მაკე ცხოველებში და მშობიარობის დახმარებისას მსხვილი ნაყოფის, მისი სიმახინჯის, ასევე მისი არასწორი მდგომარეობის დროს.

არ არსებობს ინფორმაცია ოქსიტოცინის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.

ლოდინის პერიოდი:  0 დღე.

გაფრთხილებები: პრეპარატთან მუშაობის დროს დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების საერთო ნორმები.

შენახვის პირობები:  ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 1–250C­ ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

შეფუთვის ფორმა: 20 მლ შუშის ფლაკონი.