iodis sprei 5%
iodis sprei 5%

მწარმოებელი: О.L.KAR.-АгроЗооВет-Сервис

აღწერა:  წითელ-მურიდან მუქ-ყავისფერამდე ერთგვაროვანი სითხე სპეციფიკური სუნით.  

შემადგენლობა: 100 მლ პრეპარატი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას (გ):

კრისტალური იოდი 5,0;

კალიუმის იოდიდი 2,0. 

დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი 96%, გასუფთავებული წყალი.  

ფარმაკოლოგიური თვისებები: იოდის სპრეი 5% - ანტისეპტიკური, გამაღიზიანებელი,საშუალება ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრით Staphylococcus spp., Streptococcus spp., Neisseria spp., Escherichia coli, Shigella spp., Klebsiella spp., Proteus spp., Chlamydia არასპრორწარმომქმნელი ანაერობების, ჰერპესის ვირუსის მიმართ.

იოდი აღწევს ბაქტერიის უჯრედში დიფუზიის გზის, არღვევს პროტოპლაზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეაქციებს, იწვევს მის სიკვდილს. წასმის ადგილზე ხდება სისხლძარღვების გაფართოება, მათი კედლები იწყებს შეშუპებას და ხდება ადვილად გამტარი.  

გამოყენება: პრეპარატი გამოიყენება გარეგნულად ახალი ჭრილობების გაუსნებოვნების მიზნით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხენებში, ცხვრებში, თხებში, ღორებში, ძაღლებსა და კატებში განგრენოზული წყლულების, ტრიქოპათიის, დერმატომიკოზების, ფლეგმონის, დერმატიტების და სისხლდენის შემაჩერებელი ანტიმიკრობული საშუალება. 

დოზირება: პრეპარატს უსვამენ კანის დაზიანებულ უბნებზე 2-4 სმ რადიუსში. პროცედურას იმეორებენ 2-3 ჯერ დღე-ღამეში, საჭირო კლინიკური ეფექტის დადგომამდე. 

შენახვა: ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, 5◦C-20◦C ტემპერატურაზე.

არ შეინახოთ საკვებ პროდუქტებთან, სასმელებთან, ცხოველების საკვებთან ერთად. 

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

გამოშვების ფორმა: 10, 50, 100, 400, 500 და 1000 მლ ხსნარი მუქი შუშის ფლაკონებში ან/და ბოთლებში.