მაქსიდინი 0,4
მაქსიდინი 0,4

მწარმოებელი: Микро-плюс

მწარმოებელი: „ მიკრო­პლუსი“, რუსეთი

შემადგენლობა: 1 მლ პრეპარატი შეიცავს: ბის (პირიდინ­2,6–დიკარბონატს) – 4,0 მგ, ქლორირებულ ნატრიუმს – 3,0 მგ, მონოეთანოლამინს – 0,002 მლ, საინექციო წყალს – 1 მლ­მდე, მაქსიდინს – 0,4.

ჩვენება

გამოიყენება ძაღლების და კატების

ინფექციური დაავადებების

ვირუსული ენტერიტების

პანლეიკოპენიის

ხორცისმჭამელთა ჭირის

ინფექციური რინოტრაქეიტის

კალიცივიროზის

ინვაზიური დაავადებების:

დემოდეკოზის

ჰელმინთოზების

ატიპიური დერმატიტების და ალოპერაციის

კომპლექსური თერაპიის მიზნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაქსიდინი 0,4 წარმოადგენს იმუნოსტიმულატორს, ინტერფერონის ინდუქტორს.

ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას ჰუმორალურ და უჯრედოვან იმუნიტეტზე.

ბლოკავს ვირუსული ცილების ტრანსლაციას.

ახდენს ბუნებრივი რეზისტენტობის სტიმულირებას.

ზრდის იმუნური სისტემის უჯრედების (მაკროფაგების, T და B­ლიმფოციტების) აქტივობას.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი შეჰყავთ კუნთში ან კანქვეშ ორჯერ დღეში, 2–5 დღის განმავლობაში.

ცხოველის მასა 5 კგ­მდე – 0,5 მლ; 10 კგ – 1,0 მლ; 20 კგ – 2,0 მლ; 40 კგ – 4,0 მლ; 40 კგ­ზე მეტი – 4,0–6,0 მლ.

გვერდითი მოვლენები:

ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით პრეპარატი მიეკუთვნება ნაკლებად სახიფათო ნივთიერებებს.

რეკომენდებული დოზებით პრეპარატი არ ახდენს ადგილობრივ­გამაღიზიანებელ, ალერგიულ, ემბრიოტოქსიკურ, ტერატოგენურ და კანცეროგენურ მოქმედებას.

ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ანტიჰისტამინური საშუალებების დანიშვნა.

უკუჩვენებები: არ გააჩნია. პრეპარატის გამოყენება არ ზღუდავს სხვა სამკურნალო საშუალებების და საკვები დანამატების გამოყენებას.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 4–250C­ზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

შეფუთვის ფორმა: 5 მლ  შუშის ფლაკონები.