სპრეი რექსი და მუსია
სპრეი რექსი და მუსია

მწარმოებელი: О.L.KAR.-АгроЗооВет-Сервис

შემადგენლობა: 1მლ პრეპარატი შეიცავს მომქმედ ნივთიერებას-ფიპრონილი 80,0მგ და დამხმარე ნივთიერებას 1მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:  ფიპრონილი აზიანებს ცხოველების ექტოპარაზიტების ცენტრალურ ნერვულ სისტემას, მაგრამ არ მოქმედებს თვითონ ცხოველის ნერვულ სისტემაზე..

პრეპარატის კანზე დატანის შემდეგ ფიპრონილი არ შეიწოვება კანის მიერ, იგი კუმულირდება  ეპიდერმისის ცხიმოვან ჯირკვლებში, თმის ფოლიკულებში და თანდათანობით გამონთავისუფლებით ახდენს ინსეკტოაკარიციდულ მოქმედებას. ადგილზე დატანის შემდეგ პრეპარატი ნაწილდება ცხოველის ტანზე 24 საათის განმავლობაში.

გამოყენება: გარეგანი, ძაღლების და კატების ისეთი ექტოპარაზიტების პროფილაქტიკის  და მკურნალობისთვის, როგორიცაა: რწყილი (Ctenocephalus spp.), ტილი (Linognathus setosus),  მალოფაგები (Trichodectidae spp.), ტკიპები (Dermaceptor spp., Ixodes spp., Rhipicephalus spp., Sarcoptes scabiei var. canis).

დოზირება: გამოყენების წინ ფლაკონს კარგად ანჯღრევენ, პრეპარატის ნაკადს მიმართავენ ცხოველის ტანისკენ 10-15სმ-ის მანძილზე  პრეპარატს დაიტანენ მთელ ზედაპირზე 2-5მლ 1კგ წონაზე, 5 შესხურება (0,5მლ).

ცხოველის ოტოდექტოზის სამკურნალოდ ყურის ნიჟარას და  სასმენ მილს წინასწარ ასუფთავებენ ყურის გოგირდისგან, სითხისგან, ფუფხებისგან და შემდეგ აწვეთებენ ყოველ ყურში 0,5მლ  პრეპარატს.

ტკიპების გასანადგურებლად პრეპარატის 0,5მლ  ასხურებენ  უშუალოდ ტკიპაზე და მათი მიმაგრების ადგილზე, თუ 30 წუთის განმავლობაში  ტკიპა არ მოსცილდება თავისით, ვაცილებთ პინცეტით და ვკლავთ.

უკუჩვენება: პრეპარატი არ გამოიყენება ავადმყოფ,  გამხდარ, მაკე  და მეძუძურ  ცხოველებზე, 10 კვირამდე ასაკის ლეკვებზე და კნუტებზე, 1 კგ-მდე ძაღლებზე.

გამოშვების ფორმა: პოლიმერული ან შუშის ფლაკონები გამასხურებლით 30, 50, 100, 150, 200 მლ.

შენახვის პირობები: მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 2 °С - 30 °С ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: დამზადებიდან 2 წელი.