წვეთები რექსი და მუსია
 წვეთები  რექსი და მუსია

მწარმოებელი: О.L.KAR.-АгроЗооВет-Сервис

შემადგენლობა: 1მლ პრეპარატი შეიცავს მომქმედ ნივთიერებას-ფიპრონილი 80,0მგ და დამხმარე ნივთიერებას 1მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:  ფიპრონილი აზიანებს ცხოველების ექტოპარაზიტების ცენტრალურ ნერვულ სისტემას, მაგრამ არ მოქმედებს თვითონ ცხოველის ნერვულ სისტემაზე.

პრეპარატის კანზე დატანის შემდეგ ფიპრონილი არ შეიწოვება კანის მიერ, იგი კუმულირდება  ეპიდერმისის ცხიმოვან ჯირკვლებში, თმის ფოლიკულებში და თანდათანობით გამონთავისუფლებით ახდენს ინსექტოაკარიციდულ მოქმედებას. ადგილზე დატანის შემდეგ პრეპარატი ნაწილდება ცხოველის ტანზე 24 საათის განმავლობაში.

გამოყენება: გარეგანი, ძაღლების და კატების ისეთი ექტოპარაზიტების პროფილაქტიკის  და მკურნალობისთვის, როგორიცაა: რწყილი (Ctenocephalus spp.), ტილი (Linognathus setosus),  მალოფაგები (Trichodectidae spp.), ტკიპები (Dermaceptor spp., Ixodes spp., Rhipicephalus spp., Sarcoptes scabiei var. canis).

ტილის ალერგიული დერმატიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

დოზირება:

 

ცხოველის წონა

პრეპარატის დოზა

დამუშავებისთვის საჭირო  ამპულების რაოდენობა

 

ძაღლები

 

1 - 10 კგ

0,5 — 1,0 მლ

1

10 - 20 კგ

1,2 — 2,0 მლ

1-2

20- 30 კგ

2,3 — 3,0 მლ

2-3

 30 -50 კგ

3,4 — 4,0 მლ

3-4

 

კატები

 

1 კგ-მდე

10 წვეთი

1 - 3კგ

12 — 20 წვეთი

3კგ-დან

1,5 მლ

1,5

 

50 კგ-ზე ზევით წონის ძაღლების დამუშავებისას დოზას ყოველ 10 კგ-ზე ზრდიან 1მლ-ით.

ცხოველის ოტოდექტოზის სამკურნალოდ ყურის ნიჟარას და  სასმენ მილს წინასწარ ასუფთავებენ ყურის გოგირდისგან, სითხისგან, ფუფხებისგან და შემდეგ აწვეთებენ ყოველ ყურში 4-6 წვეთ პრეპარატს.

ტკიპების გასანადგურებლად პრეპარატის 1 წვეთს აწვეთებენ უშუალოდ ტკიპაზე და მათი მიმაგრების ადგილზე, თუ 30 წუთის განმავლობაში  ტკიპა არ მოსცილდება თავისით, ვაცილებთ პინცეტით და ვკლავთ.

უკუჩვენება: პრეპარატი არ გამოიყენება ავადმყოფ,  გამხდარ, მაკე  და მეძუძურ  ცხოველებზე, 10 კვირამდე ასაკის ლეკვებზე და კნუტებზე, 1 კგ-მდე ძაღლებზე.

გამოშვების ფორმა: პოლიმერული ამპულა-საწვეთურები-1,0მლ, 4 ცალი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 2 °С - 25 °С ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: დამზადებიდან 1 წელი.