ფიპრონი 268 მგ „სპოტ-ონ“ ძაღლებისთვის L
ფიპრონი 268 მგ „სპოტ-ონ“ ძაღლებისთვის L

მწარმოებელი: Bioveta, a. s.

შემადგენლობა: 1 ტუბი (2,68 მლ) შეიცავს ფიპრონილს-268  მგ. გამჭვირვალე, ყვითელი ან მოყვითალო-მწვანე ფერის ხსნარი წერტილოვანი დატანისთვის.

სამიზნე ცხოველი: ძაღლი 20-დან 40კგ-მდე.

გამოყენების ჩვენება: რწყილის გაჩენის პროფილაქტიკა და მკურნალობა (Ctenocephalides spp.) და რწყილისმიერი ალერგიული დერმატიტი ძაღლებში. პროფილაქტიკა და მკურნალობა რწყილების (Rhipicephalus spp., Dermatocentor spp., lxodes spp.) და ტკიპების (Trichodectes canis) არსებობისას ძაღლებში.

დოზირება და გამოყენების წესი: წერტილოვანი დატანა, დოზირება დამოკიდებულია ცხოველის წონაზე, ძაღლებში 20-დან 40კგ-მდეგამოიყენება ერთი ტუბი 2,68 მლ.

პრეპარატის  ყოველთვიურად გამოყენება რეკომენდებულია რწყილების განმეორებით გაჩენის მაღალი რისკის, რწყილის ნაკბენზე ალერგიის, ტკიპების კბენის ან ჰიპოალერგიული და დამატენიანებელი შამპუნებით ხშირი დაბანვის  შემთხვევებში.

რწყილების და ტკიპების შედარებით დაბალი გავრცელების ადგილებში ფიპრონი „სპოტ-ონ“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს 2-3 თვეში ერთხელ.

ფიპრონი „სპოტ-ონ“  ეფექტურია რწყილების წინააღმდეგ 2 თვის  და ტკიპების წინააღმდეგ 1 თვის მანძილზე. რწყილები ქრებიან პრეპარატის დატანიდან 24 საათის განმავლობაში.

გამოყენების ვადა: 24 თვე, გახსნილი ტუბი გამოყენებულ უნდა იქნას გახსნისთანავე.

შენახვის პირობები: აღნიშნული პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე.

შეფუთვა: 1×2,68 ერთჯერადი გამოყენების ტუბი.