ინსექტოლი
 ინსექტოლი

მწარმოებელი: О.L.KAR.-АгроЗооВет-Сервис

შემადგენლობა:პრეპარატის 1 მლ შეიცავს მოქმედ ნივთიერებას:დელტამეტრინს – 0,25 მგ.დამხმარე ნივთიერებებს: იზოპროპილის სპირტს, კასტორის ზეთს, გამოხდილ წყალს.

სამიზნე ცხოველები: ძაღლი და კატა

ჩვენება: 

ენტომოზები

სარკოპტოზი

ნოტოედროზი

იქსოდური ტკიპები

ფარმაკოლოგიური თვისებები: ATCvet QP53F ინსექტიციდები (QP53FФ03, დელტამეტრინი)დელტამეტრინი (პრეპარატის მოქმედი ნივთიერება) – სინთეზური პირეტროიდი, მოქმედებს ექტოპარაზიტებზე როგორც კონტაქტური შხამი უშუალო კონტაქტის დროს, ბლოკავს განგლიოზური პერიფერიული ნერვებით ნერვული იმპულსების გადაცემას, რის შედეგადაც დგება  პარაზიტების დამბლა  და დაღუპვა. ზომიერად ტოქსიკურია თბილსისხლიანი ცხოველებისათვის.


გამოყენების წესი და დოზები:გარეგანად. პრეპარატს დაიტანენ ცხოველების ბალანზე და კანზე შესხურების გზით რამდენიმე წამის განმავლობაში ბალნის საწინააღმდეგოდ მისი მსუბუქად დანამვამდე. ექტოპარაზიტებით დასნებოვნების ხარისხის მიხედვით განმეორებით დამუშავებას ატარებენ 10–14 დღე–ღამის შემდეგ.დოზა შეადგენს:კატებში პრეპარატის 8 მლ (გამფრქვევის დგუშზე 6 დაწოლა)ლეკვებში და კნუტებში პრეპარატის 0,4 მლ (გამფრქვევის დგუშზე 3 დაწოლა *)ძაღლებში: სხეულის მასით – 2–10 კგ – პრეპარატის 0,8 მლ (გამფრქვევის დგუშზე 6 დაწოლა)სხეულის მასით 10–20 კგ – პრეპარატის 1,6 მლ (გამფრქვევის დგუშზე 12 დაწოლა)სხეულის მასით 20–40 კგ – პრეპარატის 2,4 მლ (გამფრქვევის დგუშზე 18 დაწოლა)სხეულის მასით 40 კგ–ზე მტით – პრეპარატის 3,2 მლ (გამფრქვევის დგუშზე 24 დაწოლა)გამფრქვევის დგუშზე ერთი დაჭერა  ხორციელდება ერთი წამის განმავლობაში.ცხოველების სადგომს და დასვენების და სხვა ადგილებს, სადაც შეიძლება იყოს პარაზიტები (საგები, ფარდაგები,ნაპრალები იატაკში და ავეჯში) ასხურებენ 3–40–სმ მანძილიდან გაანგარიშებით პრეპარატის10 მლ (გამფრქვევის დგუშზე 75 დაწოლა) 1მ2–ზე.


გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები:  არ გამოიყენება ინფექციური დაავადებების შემთხვევაში, მაკე ან მეძუძურ ცხოველებზე; 

2 თვეზე ნაკლები ლეკვებისა და კნუტების სამკურნალოდ.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 0–300C ტემპერატურა¬ზე. 

შენახვის ვადა: 2 წელი.

შეფუთვის ფორმა: 50მლ პოლიმერის ფლაკონები ხრახნიანი მიკროპულვერიზატორებით.