მიქსოფერონი - იმუნომოდულატორი და ანტივირუსული პრეპარატი
მიქსოფერონი - იმუნომოდულატორი და ანტივირუსული პრეპარატი

მწარმოებელი: Мосагроген

მწარმოებელი:   „მოსაგროგენი“, რუსეთი 


შემადგენლობა:  პრეპარატის ერთი ფლაკონი შეიცავს:

ერთ შემთხვევაში ინტერფერონ ალფა 2b-ს არანაკლებ 50 დოზას (50×105 საერთაშორისო ერთეულის (ME) და დამხმარე ნივთიერებებს: ფოსფორმჟავა ნატრიუმს, ფოსფორმჟავა კალიუმს, რეოპოლიგლუკინს.

მეორე შემთხვევაში ინტერფერონ ალფა 2b-ს არანაკლებ 100 დოზას (100×105 საერთაშორისო ერთეულის (ME) და დამხმარე ნივთიერებებს: ფოსფორმჟავა ნატრიუმს, ფოსფორმჟავა კალიუმს, რეოპოლიგლუკინს.

ერთ დოზად მიღებულია პრეპარატის რაოდენობა, რომელიც შეესაბამება ანტივირუსული აქტივობის 100 000 ME-ს .

გამოიყენება:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის

ღორის

ცხენის

ცხვრის

შერეული ეტიოლოგიის კუჭ-ნაწლავის და მწვავე რესპირატორული დაავადებების:

პარაგრიპი–3-ის

ინფექციური რინოტრაქეიტის

ვირუსული დიარეის

ღორების ტრანსმისიური გასტროენტერიტის

რინოპნევმონიის

ცხენების გრიპის და სხვა ვირუსული დაავადებების

სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

მიქსოფერონი განეკუთვნება იმუნომოდულატორების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს და გააჩნია ანტივირუსული და იმუნომამოდულირებელი მოქმედება. თრგუნავს დნმ-ის და დნმ-ის შემცველი ვირუსების გამრავლებას. ასტიმულირებს მაკროფაგების აქტიურობას და სპეციფიკური ანტისხეულის წარმოქმნას.

მიღების წესი და დოზირება:

მიქსოფერონი შეჰყავთ კუნთში ან კანქვეშ. უშუალოდ გამოყენების წინ პრეპარატს ხსნიან საინექციო ხსნარში ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9% სტერილურ ხსნარში (ფიზიოლოგიურ ხსნარში) გაანგარიშებით – 1 დოზა გამხსნელის 1 მლ-ში.

დიდი დოზების შეყვანის დროს დასაშვებია დოზის გახსნა 0,5 მლ-ში.

ხსნარი არ კარგავს  აქტივობას 24 საათის განმავლობაში მაცივარში შენახვისას.

პროფილაქტიკური მიზნით პრეპარატს უნიშნავენ ორჯერადად 48 საათის ინტერვალით (დაბადებიდან პირველ დღეებში, ჯგუფურ შენახვაზე გადაყვანისას, ტრანსპორტირების დროს ან დაინფიცირების საშიშროებისას) შემდეგ დოზებში: ახალშობილ ხბოებს –  5 დოზა, 20 დღეზე უხნეს ხბოებს – 5–10 დოზა, 4 თვეზე უფროსებს და ზრდასრულებს – 10–20 დოზა; ახალშობილ გოჭებს და ბატკნებს 3–5 დოზა, ასხლეტისას – 10 დოზა,

მშობიარობამდე 2–3 დღით ადრე ორჯერ 48 საათის ინტერვალით ძროხებს, ფაშატებს და ნეზვებს 20 დოზა, დედა ცხვრებს 10 დოზა, ამასთან, უკანასკნელი ინექცია ჩატარებულ უნდა იქნას მშობიარობამდე, რაც შეიძლება ახლოს. მშობიარობის დაგვიანების შემთხვევაში პრეპარატი შეჰყავთ განმეორებით უკანასკნელი ინექციიდან 48 საათის შემდეგ.

ვაქცინების და შრატების იმუნოლოგიური ეფექტურობის ამაღლებისათვის მიქსოფერონი შეჰყავთ პროფილაქტიკური დოზით არა უმეტეს ერთი დღე-ღამით ადრე ბიოპრეპარატის გამოყენების წინ.

სამკურნალო მიზნით მიქსოფერონს იყენებენ ყოველდღიურად ორჯერ დღე-ღამეში (12 საათის ინტერვალით) შემდეგი დოზებით: ახალშობილ ხბოებს – 7,5–10 დოზა, 20 დღეზე უფროს ხბოებს – 7,5–10 დოზა, 4 თვეზე უფროსებს და ზრდასრულებს – 20–30 დოზა; ახალშობილ გოჭებს და ბატკნებს – 4,5–7,5 დოზა, ასხლეტისას – 10 დოზა.

მიქსოფერონი ყველაზე მეტად ეფექტურია ცხოველების დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოყენებისას. რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება არა უმეტეს 2 კვირის განმავლობაში.

შერეული ინფექციების დროს მიქსოფერონს იყენებენ სამკურნალო მიზნებისათვის ანტიბიოტიკებთან ერთად.

გვერდითი მოვლენები: მიქსოფერონის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები არ აღინიშნება. არ არის გამოვლენილი პრეპარატის უარყოფითი ზეგავლენა მაკე, მეძუძურ ცხოველებში და ახალგაზრდა ცხოველებში.

გაფრთხილებები: დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების საერთო წესები.

უკუჩვენებები: არ აღინიშნება. 

ლოდინის პერიოდი:  ხორცი და რძე გამოიყენება შეზღუდვების გარეშე.

შენახვის პირობები:  ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 2–250C-¬¬ზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

შეფუთვის ფორმა: დაფასოებულია 10 მლ ფლაკონებში 50 და 100 დოზად.