ფოსპრენილი
ფოსპრენილი

მწარმოებელი: Микро-плюс

მწარმოებელი: „ მიკრო¬პლუსი“, რუსეთი


შემადგენლობა: 1 მლ პრეპარატი შეიცავს: პოლიპრენოლების ფოსფატის დინატრიუმის მარილს – 4 მგ; გლიცერინს – 0,03; ეთანოლს – 0,029 მლ; პოლისორბიტ 80 – 0,0025 მლ; საინექციო წყალს – 1 მლ­მდე.

ჩვენება: გამოიყენება ძაღლის, კატის, ღორის, ფრინველის (ქათმის), ცხენის, წაულის

ორთომიქსოვირუსების

ტოგავირუსების

ჰერპესის ვირუსების

კორონავირუსების და ზოგიერთი სხვა ვირუსების საწინააღმდეგოდ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფოსპრენილი მიეკუთნება ანტივირუსულ პრეპარატებს, იმუნომოდულირების თვისებებით.

ახდენს ბუნებრივი რეზისტენტობის სისტემის (სისხლის შრატის ბაქტერიციდული აქტივობა და ფაგოციტოზი) აქტივაციას.

აძლიერებს ვაქცინებზე ჰუმორალურ იმუნურ პასუხს.

ზრდის ორგანიზმის ინფექციებისადმი მდგრადობას.

ამცირებს დაავადებების შემთხვევებს.

ახდენს უჯრედებში მეტაბოლური პროცესების აქტივაციას.

ზრდის წონის მატებას საკვების შემცირების შემთხვევაშიც.

პარენტერალური შეყვანის შემდეგ პრეპარატი ხვდება ცხოველის სისხლში, გროვდება უპირატესად ღვიძლის, ელენთის და რეპროდუქციული ორგანოების ქსოვილებში, მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 0,5–3 საათში და თერაპიული დონე გრძელდება 10–16 საათი.

ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა ფეკალთან და შარდთან ერთად.

გამოყენების წესი და დოზები:

პრეპარატი შეჰყავთ კუნთში, კანქვეშ, ვენაში ან პერორალურად.

პრეპარატი ეფექტურია, თუ მკურნალობას დავიწყებთ დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან რაც შეიძლება სწრაფად.

პრეპარატით მკურნალობა ასევე ეფექტურია, თუ მოხდება შეთავაზება სიმპტომატური და პათოგენური თერაპიის საშუალებებთან, განსაკუთრებით ინფექციის მძიმე და გართულებული ფორმების დროს.

დაავადების მძიმე მიმდინარეობის დროს რეკომენდებულია პრეპარატის დოზის ორჯერ გაზრდა.

მკურნალობა უნდა შეწყდეს დაავადების ძირითადი სიმპტომების გაქრობიდან 2–3 დღეში.

აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მკურნალობის განმეორებითი კურსის დანიშვნა.

პატარა ზომის შინაური ცხოველების ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ ფოსპრენილი ინიშნება 5–7 დღის განმავლობაში ცხრილ 1­ში მითითებულ დოზებში (მლ/კგ).


დოზა

ცხოველი

ლეკვი

ძაღლი

კნუტი

კატა

ერთჯერადი

დღიური

0,3

0,9–1,2

0,2

0,6–0,8

0,2

0.9–1,2

0,2

0,6–0,8

დიდი მოცულობის დღიური დოზის შემთხვევაში პრეპარატი შეიყვანება ან ორ­სამ ადგილას, ან დღის განმავლობაში სამი­ოთხჯერ შეყვანის გზით ან ინტრავენურად ნახევარი დოზის ოდენობით. ხორცისმჭამელთა ჭირის დროს ძაღლებში რეციდივების თავიდან ასაცილებლად პრეპარატი შეყვანილი უნდა იქნას სულ მცირე 14 დღე დაავადების კლინიკური ნიშნების გაქრობის შემდეგაც კი. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეიძლება გაზრდილი იქნას 1 თვემდე.დაავადების არასპეციფიკური პროფილაქტიკური და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით ფოსპრენილი შეჰყავთ დოზით 0,05 მლ/ სხეულის მასის 1 კგ­ზე, ცხრილ 2­ში მითითებული სქემის მიხედვით.

ცხოველი

ინფექციის წყარო

შეყვანის წესი

ინექციის რაოდენობა

დღეები პროფილაქტიკის დაწყების შემდეგ

1

2

3

5

10

15

ღორი

ნაწლავური

კუნთში, პერორალურად

1

1

1

1

1

1

ქათამი

რესპირატორული

აეროზოლის სახით*

1

1

1

1

1

1

ნაწლავური

პერორალური

1

1

1

1

1

1

ცხენი

რესპირატორული

ინტრავენურად

1

1

1

1

1

1

 

ნაწლავური

ინტრავენურად

1

1

1

1

1

1

წაულა

მეორადი ინფექციები ალეუტის დაავადების დროს

პერორალურად

ერთხელ 5–7 დღეში საწარმოო ციკლის განმავლობაში