მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, კომპანია “მეგავეტში” გაიმართა შეხვედრა არგენტინულ კომპანია ’’ბიოგენეზის ბაგო”-ს ხელმძღვანელ პირებთან, კერძოდ „მეგავეტს“ სტუმრობდნენ დანიელ ჰალოუ, „ბიოგენეზის ბაგოს“ რეგიონალური დირექტორი და როდოლფო ბელინზონი, დირექტორი წარმოებისა და ინოვაციების დარგში. “ბიოგენეზის ბაგო” ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში ვაქცინებისა და ვეტერინალური პროდუქტების, კომპანია „მეგავეტი” “ბიოგენეზის ბაგო”-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში და არამარტო საქართველოში.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და პროდუქტუიული იყო, განხილულ იქნა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და მათი განხორციელების გზები.

უახლოეს მომავალში კი „ბიოგენეზის ბაგოს“ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქცია სრულად იქნება წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე.

თარიღი: სექტემბერი 19, 2022