«ავივაკი-ИБК+ИББ+РЕО+ССЯ-76»
«ავივაკი-ИБК+ИББ+РЕО+ССЯ-76»

მწარმოებელი: AVIVAC

სამკურნალო ფორმა: – საინექციო ემულსია.
გარეგნული სახით ვაქცინა წარმოადგენს თეთრი ფერის (ღია–ვარდისფერი ან ღია–ყავისფერი ფერის) ერთგვაროვან ემულსიას. ვაქცინის შენახვისას დასაშვებია მკვრივი თეთრი  ფრაქციის დალექვა ემულსიის გაღიავებით ფლაკონის ზედა ნაწილში წყლის ფრაქციის გამოყოფის გარეშე, ასევე ღია–ყავისფერი ფერის ნალექის წარმოქმნა იბდ და რეო კომპონენტიან ვაქცინებში. ემულსიის ერთგვაროვნება აღდგება გულმოდგინე შენჯღრევის შემდეგ.
ბიოლოგიური თვისებები:  ვაქცინა წარმოადგენს იმუნობიოლოგიურ სამკურნალო პრეპარატს.  ვაქცინა ფრინველებში იწვევს  იმუნური პასუხის ფორმირებას ნდ,  ქიბ, ინფექციური იბდ, სსია–76 და რეო–ს მიმართ 28 დღის განმავლობაში ერთჯერადად გამოყენების შემდეგ, რომელიც შენარჩუნდება 12 თვის განმავლობაში, ვაქცინა უვნებელია, სამკურნალო თვისებები არ გააჩნია.
გამოყენების წესი და დოზირება:  ვაქცინა განკუთვნილია ნიუკასლის დაავადების, ქათმების ინფექციური ბრონქიტის, ინფექციური ბურსალური დაავადების, მეკვერცხულობის დაქვეითების სინდრომი –76-ის საჯიშე, სასაქონლო და მეფრინველეობის სხვა კატეგორიებში გამოზრდისთვის სხვადასხვა მიმართულებებით, ასევე იძულებითი ვაქცინაციისათვის არაკეთილსაიმედო და საფრთხის ქვეშ მყოფ მეურნეობებში ინფექციის კუპირების მიზნით.
ვაქცინაციას ექვემდებარებიან  90–120 დღე–ღამის ასაკის ფრინველები, მაგრამ არა უგვიანეს 1 თვისა კვერცხის დებამდე 1 თვით ადრე. ვაქცინა შეყავთ ერთჯერადად 0,5 სმ3 მოცულობით კანქვეშ კისრის შუა მესამედში ან კუნთებში მკერდის კუნთის მიდამოში ასეპტიკის წესების დაცვით. შესაძლებელია იმუნიზაცია ერთი დღე–ღამის ასაკში დოზით 0,2  სმ3 (ვაქცინების მონოვარიანტებისათვის). ასეთ შემთხვევაში ფლაკონზე მითითებული დოზირება იზრდება 2,5–ჯერ.
გამოყენების წინ ვაქცინას ამყოფებენ 3–4 საათით ტემპერატურაზე 18–დან 20OC-მდე. გამოყენების წინ და იმუნიზაციის ჩატარების დროს ვაქცინიან ფლაკონს პერიოდულად ანჯღრევენ ემულსიის ერთგვაროვნობის აღსადგენად.
ვაქცინაციისათვის იყენებენ შპრიცებს (ავტომატებს, ნახევრადავტომატებს), რომლებსაც ასტერილებენ  დუღილით 20 წუთის განმავლობაში. დასაშვებია ერთჯერადი შპრიცების გამოყენება.
ვაქცინაციიდან 28 დღე–ღამის შემდეგ ატარებენ იმუნიტეტის დაძაბულობის კონტროლს, იკვლევენ სისხლის შრატის არანაკლებ 25 სინჯს იფა–ს და რტგა–ს მეთოდით.
ვაქცინაციას თვლიან წარმატებულად, თუ აცრილი ფრინველების არანაკლებ 80%–ში ანტისხეულების საშუალ ტიტრი იქნება არა ნაკლები:
–                   НБ–ს ვირუსის მომართ – 4,0 log2რტგა–ში
–                   ССЯ–76–ს ვირუსის მიმართ – 5,0 log2  რტგა–ში,
ხოლო იფა–ში  გამოკვლევისას ანტისხეულების ტიტრი НБ, ИБК, ИББ, ССЯ–76–ს მიმართ 2–ჯერ და მეტად უნდა აღემატებოდეს მინიმალურ დადებით მნიშვნელობას, რომლებიც გათვალისწინებულია გამოყენებული სადიაგნოსტიკო ნაკრების გამოყენების ინსტრუქციით.
ფრინველებში იმუნიტეტის 80%–ზე ნაკლები დაძაბულობისას ატარებენ რევაქცინაციას.
დასაშვებია მშობლიური ჯგუფების 7 თვეზე მეტი ასაკის ქათმების რევაქცინაცია ჩვენებების მიხედვით.
აკრძალულია დაავადებული და/ან დასუსტებული ფრინველების ვაქცინაცია.
გვერდითი მოვლენები: ნიუკასლის დაავადების, ქათმების ინფექციური ბრონქიტის, ინფექციური ბურსალურიი დაავადების და მეკვერცხულობის დაქვეითების სინდრომი 76-ის   ან სხვა პათოლოგიური ნიშნების სიმპტომების გამოვლენა ვაქცინის დოზის გადაჭარბებისას დადგენილი არ არის.
დაყოვნების პერიოდი: ფრინველების სახორცედ დაკვლა ნებადართულია ვაქცინის შეყვანიდან 28 დღე–ღამის შემდეგ. ფრინველების ამ ვადაზე ადრე დაკვლისას სხეულები ექვემდებარებიან გულმოდგინე შემოწმებას და ვაქცინის შეყვანის ადგილზე ანთების ან არ შეწოვილი ადიუვანტის აღმოჩენისას, მათ სდებენ წუნს და უკეთებენ უტილიზებას. სუფრის და საინკუბაციო კვერცხების რეალიზაცია და გამოყენება ტარდება შეზღუდვების გარეშე.
შენახვის პირობები: ვაქცინას ინახავენ და გადააქვთ მშრალ ბნელ ადგილას ტემპერატურაზე 4–დან 8OC–მდე. ვაქცინის გაყინვა არ დაიშვება.
ვაქცინა უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილებში.
შენახვის ვადა: 18 თვე გამოშვების დღიდან შენახვისა და ტრანსპორტირების პირობების დაცვით. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ვაქცინა გამოსაყენებლად უვარგისია. ვაქცინა უნდა იქნას გამოყენებული ფლაკონის გახსნიდან 2 საათის განმავლობაში.
დაფასოება: ვაქცინა დაფასოებულია 20 სმ3 (40 კომერციული დოზა).