სულფადიმიდინ ბიოვეტა 20მგ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად
სულფადიმიდინ ბიოვეტა 20მგ                                                                  ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად

მწარმოებელი: Bioveta, a. s.

მწარმოებელი: ბიოვეტა ა.ს., ჩეხეთი.


აქტიური ნივთიერება : პაკეტი (20 გრამი პრეპარატი შეესაბამება ერთ დოზას)  შეიცავს:

სულფადიმიდინ ნატრიუმი 20გ

ჩვენება: კოკციდიოზი, განსაკუთრებით შინაურ ფრინველებსა და კურდღლებში. სულფადიმიდინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების მკურნალობა.  დაწყებული მკურნალობის გაგრძელება ხდება საინექციო სულფადიმიდინის გამოყენებით.

სამიზნე სახეობები: შინაური ფრინველი, კურდღელი, ხბო, ღორი, ბატკანი.

გამოყენების წესი: 1 პაკეტი იხსნება 10 ლიტრ სასმელ წყალში და ინიშნება სასმელის ნაცვლად 3 დღის განმავლობაში. აღნიშნული 3-დღიანი მკურნალობა შეიძლება განმეორდეს საჭიროების შემთხვევაში, 3-დღიანი შესვენების გასვლის შემდეგ სხვა მკურნალობის გარეშე.

პრევენციული გამოყენება კურდღლებში შესაძლებელია 5-10 კვირის ასაკში, უკეთესია სასმელი წყლის და თხევადი საკვების 2-3 დღიანი შესვენების შემდეგ.

დანიშვნის მეთოდი-პერორალურად სასმელის სახით.

ხსნარი უნდა იყოს ახალი ყოველ დღე. ძველი ხსნარის ნარჩენი უნდა განადგურდეს.

გვერდითი რეაქციები: არ არის ცნობილი.

დაყოვნების პერიოდი: ხორცი-15 დღე. ნუ გამოიყენებთ კვერცხმდებელი ქათმებისთვის, რომელთა კვერცხი გამიზნულია ადამიანთა მოხმარებისთვის.

შენახვის  პირობები: შეინახეთ   25°C ტემპერატურის პირობებში,მშრალ ადგილას. დაიცავით სინათლისგან. შეინახეთ ბავშვებისთვის  მიუწვდომელ  ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი, სასმელ წყალში გახსნის შემდეგ 24 საათი.

შეფუთვის ფორმა : 1 დოზა (20გ) ფხვნილი.