უნიროი (გელი)
უნიროი (გელი)

მწარმოებელი: Агробиопром

სკაში დედა ფუტკრის ჩასმისას და მისი ფუტკრის ოჯახში მიღების

გაუმჯობესებისათვის და ნაყრიანობის პერიოდში ნაყარის მიზიდვის

და დაჭერისათვის.

გამოშვების ფორმა: თეთრი ფერის გელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: უნიროი შეიცავს ეკოლოგიურად სუფთა

ნატურალურ, სურნელოვან ნივთიერებებს და ფერომონებს – განსაზღვრულია განაყოფიერებული და გაუნუყოფიერებული დედაფუტკრების

ოჯახებში ჩასმამდე დასამუშავებლად და საფუტკრეში ნაყრიანობის პერიოდში ნაყარის მიზიდვისა და დაჭერისათვის.

დოზები და გამოყენების წესები: I. დედაფუტკრის ჩასმისათვის

I.1 უსაფრთხოების წესების დაცვისათვის ჩასასმელ დედაფუტკარს წაწვეტიანებული ხის ჩხირის საშუალებით მუცელზე უსვამენ ერთ წვეთ ახალ

თაფლს და პრეპარატ უნიროის.

1.2 ამ წესით დამუშავებულ დედაფუტკარს ათავსებენ ბუდის ჩარჩოებს შორის ან ტიტოვის გალიაში.

II. 2.1 ნაყარის მისაზიდად და დასაჭერად ნაყრის დამჭერზე უსვავენ 1გრ.

(1/4 ჩაის კოვზ)პრეპარატს 4 – 5 სმ. დიამეტრის ირგვლივ და მას ანახლებენ

ყოველდღე ნაყრიანობის მთელ პერიოდში.

2.2 ერთჯერადად უნიროის 10გრ. (2 ჩაის კოვზის) ოდენობით უსვამენ ნაყრის დამჭერის შიგნითა ზედაპირზე.

2.3 ამ წესით მომზადებულ ნაყრის დამჭერს კიდებენ ხეებზე ან ბოძებზე 3-5

მეტრით მიწიდან გაცილებით, საიდანაც ხშირად უბერავს ქარი, 100-800 მეტრით საფუტკრედან დაცილებით.

2.4 ფუტკრის დამჭერის მონახულება შეიძლება ორ დღეღამეში ერთხელ

ნაყარის დაჭერის და ნაყარის სკაში ჩასმის შემდეგ, ნაყრის დამჭერს იყენებენ განმეორებით 10 დღის განმავლობაში.

საგანგებო მითითებები: პაკეტი იხსნება საფუტკრეში გამოყენების წინ.

უნიროით დამუშავებული ფუტკრის თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად.

შეფუთვა: 20 გრ. პოლიმერის ფლაკონში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 00

 + 250 ჩ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: დსს `აგრობიოპრომი~ ქ. მოსკოვი – რუსეთი.