ეკოფიტოლი (ექსტრაქტი)
ეკოფიტოლი (ექსტრაქტი)

მწარმოებელი: Агробиопром

ფუტკრის კონცენტრირებული, ეკოლოგიურად სუფთა ფიტოსაკვები.

გამოშვების ფორმა: მუქი ყავისფერი კონცენტრირებული, წიწვისა და

ნივრის სპეციფიური სუნის და მწარე გემოს ექსტრაქტი.

შემადგენლობა: წიწვის, ხოროსნის, მჟაუნა მჟავის და ნივრის ზეთის

ექსტრაქტი, ზღვის მარილი და დამხმარე საშუალებები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ეკოფიტოლის გამოყენება აძლიერებს

ფუტკრის ოჯახის წინააღმდეგობას ნოზემატოზის, ასკოფეროზის, სიდამპლეების და ვირუსული დაავადებების მიმართ. აძლიერებს დედა ფუტკრის

რეპროდუქტიულ აქტივობას და იმუნიტეტს. ეკოფიტოლს ახასიათებს

ფუნგიციდური და აკარიციდული მოქმედება. ბიოლოგიურად აქტიური

ნივთიერებები მაკრო და მიკრო ელემენტები, რომლებიც შედიან ეკოფიტოლში ასტიმულირებს ფუტკრის ოჯახების საერთო განვითარებას, ააქტიურებს დედა ფუტკრის კვერცხმდებლობას, დედა ფუტკრის და ფუტკრის

რძის გამოყოფას, ზრდის ფუტკრის ოჯახის პროდუქტიულობას და უზრუნველყოფს გამოზამთრებიდან გამოსვლის მაღალ პროცენტს. პრეპარატის გამოყენების მაღალი ეფექტურობა ხელს უწყობს რთული შერეული

ინფექციების პროფილაკტიკას, უზრუნველყოფს მაღალიხარისხიანი და

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღებას.

ჩვენებები: ეკოფიტოლს იყენებენ ნოზემატოზის, ასკოსფეროზის, ასპერგილოზის, ამერიკული და ევროპული სიდამპლეების, ფუტკრის ვირუსული

დაავადებების პროფილაკტიკის მიზნით.

დოზები და გამოყენების წესები: ეკოფიტოლს ხსნიან თბილ (350

-400

ჩ)

შაქრის სიროფში 1:1 თანაფარდობით – 10მლ. ეკოფიტოლი 1 ლიტრ შაქრის

სიროფთან. მომზადებულ ფიტოსაკვებს ასხავენ სკის ზედა საკვებურებში 0.5

ლიტრი საშუალო სიძლიერის ოჯახზე. კვებავენ 3-4 ჯერ ყოველ მე-3 დღეს.

განსაკუთრებული მითითებები: ეკოფიტოლით დამუშავებული ფუტკრის

ოჯახებიდან მიღებული თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად.

შეფუთვა: 50 მლ. პოლიმერის ფლაკონებში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 00

 + 250 ჩ ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: დსს `აგრობიოპრომი~ ქ. მოსკოვი – რუსეთი