პჩელოდარი (ფხვნილი)
პჩელოდარი (ფხვნილი)

მწარმოებელი: Агробиопром

ფუტკრის ოჯახების სტიმულირების და ზრდა-განვითარებისათვის

გამოშვების ფორმა: მოთეთრო-ყვითელი ფერის ფხვნილი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატში შედის: კობალტი, გლუკოზა

და ვიტამინები. ისინი ახდენენ მასტიმულირებელ მოქმედებას ფუტკრის

ოჯახების ზრდა-განვითარებაზე და პროდუქტიულობაზე, ზრდის ფუტკრის გამძლეობას გარემო არახელსაყრელ ფაქტორთა პირობების მიმართ.

დოზები და გამოყენების წესები: პჩელოდარი ეძლევა ფუტკარს სიროფთან ერთად გაზაფხულზე (აპრილი-მაისი) და ზაფხულის ბოლოს (აგვისტო-სექტემბერი) ოჯახების გაძლიერებისთვის მთავარი ღალიანობის წინ,

სკაში არასაკმარისი ყვავილის მტვერის ან ჭეოს არასაკმარისი მარაგის

შემთხვევაში ფუტკრის ოჯახების გამოზამთრების მზადების პერიოდში.

პრეპარატს ხსნიან თბილ( 350

-400

ჩ) შაქრის სიროფში ( 1:1 ) თანაფარდობით

– 20გრ. პჩელოდარს -10 ლიტრ შაქარის სიროფში. გაზაფხულზე პრეპარატიან სიროფს ასხავენ სკის ზემო საკვებურში 300-500მლ. ოდენობით ერთ

ოჯახზე 2 - 3 ჯერ, 2 - 3 დღის ინტერვალით. ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში თაფლის გამოწურვის შემდეგ. მომზადებულ სიროფს აძლევენ ფუტკარს

1,5 - 2 ლიტრის ოდენობით ოჯახის სიძლიერიდან გამომდინარე.

განსაკუთრებითი მითითებები: პჩელოდარით დამუშავებული ფუტკრის

ოჯახებიდან მიღებული თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად.

შეფუთვა: ჰერმეტულად დახურულ 20გრ. ფოლგის პაკეტებში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის

მიუწვდომელ ადგილას 00

 + 250 ჩ ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: დსს `აგრობიოპრომი~ ქ. მოსკოვი – რუსეთი.