ოქსიბაქტოციდი (ფირფიტები)
ოქსიბაქტოციდი (ფირფიტები)

მწარმოებელი: Агробиопром

ფუტკრის სიდამპლეების სამკურნალო-პროფილაკტიკური საშუალება

გამოშვების ფორმა: ფირფიტები 150 X 25 X 2.5 მმ ზომით, შეიცავს

ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს და ასკორბინის მჟავას.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატში შემავალი აქტიურად მომქმედი ნივთიერებები ანადგურებენ ფუტკრის სიდამპლით გამოწვეულ დაავადებებს. აგრეთვე ობლიგატიური ანაერობულ ბაქტერიებს და თრგუნავს

მიკრობის უჯრედის ცილის სინთეზს.

დოზები და გამოყენების წესები: პრეპარატი გამოიყენება გაზაფხულზე,

მთავარი ღალიენობის წინ და ზაფხულში თაფლის გამოწურვის შემდეგ.

მკურნალობამდე დაავადებული ფუტკრის ოჯახები გადაყავთ სუფთა დეზინფიცირებულ სკებში და ცვლიან დედაფუტკარს ჯამრთელ განაყოფიერებულ დედაფუტკარზე. ოქსიბაქტოციდის ფირფიტებს კიდებენ სკაში

ვერტიკალურად სპეციალურ სამაგრებით, ბარტყიან ჩარჩოებს შორის

შემდეგი გაანგარიშებით 1 ფირფიტა 5-6 ფუტკრით დაფარულ ბუდის ჩარჩოზე. დამუშავებას აწარმოებენ 2-3 ჯერ,6-7 დღის ინტერვალით. ფუტკრის

ოჯახების მკურნალობასთან ერთად ერთდროულად აწარმოებენ სკების,

ფიჭების და სამუშაო ინვენტარის დეზინფექციას თანახმად ინსტრუქციისა. დახოცილ ფუტკარს და სკის ნაგავს წვავენ. ფუტკრის ოჯახების

დამუშავება წყდება ღალიანობამდე 2 კვირით ადრე, რათა ავიცილოდ სასაქონლო თაფლში პრეპარატის მოხვედრა.

შეფუთვა: ჰერმეტულად შეფუთული 10 ფირფიტა ფოლგირებულ პოლიეთილენის პაკეტებში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 00

+250

ჩ ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: დსს `აგრობიოპრომი~ ქ მოსკოვი. რუსეთი.