ოქსიბაქტოციდი (ფხვნილი)
ოქსიბაქტოციდი (ფხვნილი)

მწარმოებელი: Агробиопром

ფუტკრის სიდამპლეების მკურნალობა და პროფილაკტიკა

გამოშვების ფორმა: მოყვითალო ფერის ფხვნილი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატში შემავალი აქტიურად მომქმედი ნივთიერებები ახშობენ გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების გამრავლებას

დოზები და გამოყენების წესები: იყენებენ გაზაფხულზე მთავარ ღალიანობის წინ, და ზაფხულში თაფლის გამოწურვის შემდეგ. მკურნალობის დაწყებამდე დაავადებული ოჯახი გადაყავთ სუფთა წინასწარ დეზინფიცირებულ

სკაში, და უცვლიან დედა ფუტკარს ახალ ჯამრთელ განაყოფიერებულზე.

ადრე გაზაფხულზე პრეპარატი ეძლევა ფუტკარს კანდთან ან შაქრის სიროფთან ერთად, თბილ ამინდში სამკურნალო ხსნარს ასხურებენ უშუალოდ ჩარჩოებს 05 გრ. ოქსიბაქტიციდი 8-10 ჩარჩოიან ოჯახს. სამკურნალო

კანდი 5გრ. ოქსიბაქტოციდს უმატებენ 5კგ. ცომისებური საკვები (კანდის)

და აძლევენ საკვებად ერთ ოჯახს 0,5კგ. ოდენობით. სამკურნალო სიროფი

- სიროფის მოსამზადებლად 5 გრ. პრეპარატს უმატებენ 50მლ. თბილ წყალს

შეურევენ 10 ლიტრ შაქრის სიროფს (1:1) დოზა: ფუტკარს საკვებად 100მლ.

ოდენობით ერთ ჩარჩო ფუტკარზე, სამკურნალო ხსნარის მოსამზადებლად

5გრ. პრეპარატს ხსნიან ჯერ ცოტა რაოდენობა თბილ წყალში, შემდეგ

უმატებენ 1,5 ლიტრ თბილ შაქრის (1:5) სიროფს, და თანაბრად ასხურებენ

ერთ ფუტკრის ჩარჩოს 10-15 მლ. დაავადებულ ბარტყს გულდასმით ასხურებენ ჩარჩოს ორივე მხარეს სამკურნალო დამუშავებას იმეორებენ 6-7 დღის

შემდეგ დაავადების კლინიკური ნიშნების გაქრობამდე. ფუტკრის ოჯახის

მკურნალობასთან ერთად საფუტკრის დეზინფექციის ინსტრუქციის თანახმად ატარებენ სკის, ფიჭების და სამუშაო ინვერტარის დეზინფექციას, ხოლო

მკვდარ ფუტკარს და ნაგავს წვავენ.

შეფუთვა: პოლიმერულ ფლაკონებში (5 გრ. – 10 დოზა)

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 00

 + 250 ჩ ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: დსს `აგრობიოპრომი~ ქ. მოსკოვი – რუსეთი.