ამიპოლი – თ (ფირფიტები)
ამიპოლი – თ (ფირფიტები)

მწარმოებელი: Агробиопром

ფუტკრის ვაროატოზის სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება.

გამოშვების ფორმა: ხის შპონის ფირფიტები ზომით 200ხ250ხ0,8მმ. გა-

ჟღენთილი ამიტრაზის და თიმოლის სითხით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს გამოხატული კონტაქტური

აკარიციდული მოქმედება ზრდასრული Vარროა ჯაცობსონი ტკიპას წინააღმდეგ.

გამოყენების წესი და დოზირება: ფუტკრის ოჯახებს ამუშავებენ გაზაფხულზე

(ფუტკრის ოჯახების პირველი დათვალიერების შემდეგ) და ზაფხულ-

შემოდგომას (თაფლის გამოწურვის შემდეგ), შემდეგი გაანგარიშებით:

2 ფირფიტა 10-12 ბუდის ჩარჩოზე. პატარა ოჯახისათვის (6 ჩარჩომდე)

ნაყარისთვის და ნუკლეუსისთვის საკმარისია 1 ფირფიტა.

ფირფიტების ვერტიკალურად საფიქსაციოდ ხმარობენ საკანცელარიო

სკრეპებს. სუსტ ოჯახებში ამიპოლის ფირფიტას კიდებენ მე-3-4 ბუდის

ჩარჩოებს შორის, ძლიერ ოჯახებში მე-3-4 და მე-7-8 ბუდის ჩარჩოებს შორის

. ფირფიტებს სკაში ტოვებენ 3-დან 30 დღემდე გადაბეჭდილი ბარტყის

რაოდენობიდან გამომდინარე. ფუტკრის ოჯახების დამუშავებას წყვეტენ

არაუგვიანეს ორი კვირით ადრე, მთავარი ღალიანობის შეგროვების დაწყებამდე

რათა პრეპარატი არ მოხვდეს თაფლში.

საგანგებო მითითება: შეფუთული ფირფიტები უნდა გაიხსნას დამუშავების

წინ. დამუშავებული ოჯახებიდან მიღებული თაფლი გამოიყენება

შეუზღუდავად.

შეფუთვა: ფოლგის პაკეტში ჰერმენტულად შეფუთული 10 ფირფიტა.

შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისაგან და

ცხოველებისაგან მიუწვდომელ ადგილზე 00+250ჩ ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: ,,აგრობიოპრომი’’ – რუსეთი.