ეკოპოლი (ფირფიტები)
ეკოპოლი (ფირფიტები)

ფუტკრის ვაროატოზის, აკარაპიდოზის და ცვილის ჩრჩილის

სამკურნალო პროფილაკტიკური საშუალება.

გამოშვების ფორმა: ხის შპონისგან დამზადებული ფირფიტები ზომით 200

X 20 X 08 მმ. რომლებიც შეიცავენ ბეგქონდარას, აბზინდას, ქინძის და მენ-

თოლის, როგორც მოქმედ ეკოლოგიურად სუფთა ეთერზეთებს.

პრეპარატის თვისება: ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული აკარიციდული

და რეპელენტური მოქმედება ვაროატოზის, აკარაპიდოზის და ცვილის

ჩრჩილის წინააღმდეგ.

დოზები დაგამოყენების წესები: ფუტკრის ოჯახებს ამუშავებენ გაზაფხულზე

(ხილვის შემდეგ) და ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში(თაფლის

გამოწურვის შემდეგ), ეკოპოლის 2 ფირფიტას ათავსებენ 10 – 12 ბუდის

ჩარჩოებს შორის. სუსტ ოჯახებისთვის (6 ჩარჩომდე), ნაყარის და ნუკლეუსისთვის

საკმარისია 1 ფირფიტა, რომელსაც ათავსებენ ბუდის ცეენტრში მე

3 – 4 ჩარჩოებს შორის, მხოლოდ ძლიერ ოჯახში 1 ფირფიტას მე 3 მე 4, მხოლოდ

მე 2 ფირფიტას მე 7 მე 8 ჩარჩოებს შორის. ფირფიტის საფიქსაციოდ

იყენებენ საკანცელარიო სკრეპებს, ფირფიტებს ამაგრებენ ვერტიკალურად

ბუდის ცენტრში. ფირფიტებს ტოვებენ ფუტკრის ოჯახში 3 დან 30

დღეღამემდე, გადაბეჭდილი ბარტყის რაოდენობიდან გამომდინარე.

საგანგებო მითითებები: ეკოპოლით დამუშავებული ფუტკრის ოჯახებიდან

მიღებული თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად.

შეფუთვა: ფოლგაში ჰერმეტულად შეფუთული 10 ფირფიტა.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ 00+250 ჩ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: დსს `აგრობიოპრომი~ ქ. მოსკოვი – რუსეთი.