ოქსივიტი (ფხვნილი)
ოქსივიტი (ფხვნილი)

მწარმოებელი: Апи-Сан

სიდამპლეებით დაავადებული ფუტკრის სამკურნალოპროფილაკტიკური

საშუალება.

შემადგენლობა: ოქსივიტის ფხვნილი მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს

ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს – 500 მგ/გ და ვიტამინს B12

(ციანოკობალამინი) – 0,01 მგ/გ, ხოლო დამხმარე ნივთიერების სახით

– კრისტალურ გლუკოზას – 1 გ-მდე. პრეპარატი წარმოადგენს ყვითელი

ფერის ფხვნილს.

მოქმედება: ოქსივიტის ფხვნილი არის ფუტკრებისათვის განკუთვნილი

ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალება.

გამოყენების წესი და დოზირება: ოქსივიტის ფხვნილი გამოიყენება მთავარი

ღალიანობის დაწყებამდე და ზაფხულში (თაფლის გამოწურვის შემდეგ).

საკვებად იყენებენ 5კგ. ცომისებურ საკვებში (კანდი) უმატებენ 5გრ.

ოქსივიტს, მისაცემი დოზა - 0,5 კგ. 1 ფუტკრის ოჯახს 2 ჯერ, 3-4 დღის

ინტერვალით, ან 5გრ. ოქსივიტს ხსნიან 10ლ. შაქრის სიროფში (1:1) და

ეძლევა 0,5ლ. 1 ფუტკრის ოჯახს, 2 ჯერადად 5-6 დღის ინტერვალით. შესასხურებლად

- 5გრ. ოქსივიტი იხსნება 1ლ. თბილ წყალში და ასხურებენ

- 10მლ. 1 ჩარჩო ფუტკარზე, 2 ჯერადად 5-6 დღის ინტერვალით. შესაფრქვევად

- 5გრ. ოქსივიტს ურევენ 200-300 გრ. შაქრის პუდრში და აფრქვევენ

დაავადებულ ბარტყიან ჩარჩოებს.

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.

უკუჩვენება: აკრძალულია ოქსივიტი ფხვნილის გამოყენება ფუტკრების

დასამუშავებლად მთავარი ღალიანობის პერიოდში.

დაყოვნების პერიოდი: ბოლო დამუშავებიდან სულ მცირე 10 დღის შემდეგ.

შენახვის პირობები: 5 + 250ჩ

შეფუთვა: 5 გრ. (10 დოზიან) პოლიმერის პაკეტში.

შენახვის ვადა: 3 წელი

მწარმოებელი: შ.პ.ს „აპი-სანი“ რუსეთი.