მიკოასკი (გელი)
მიკოასკი (გელი)

მწარმოებელი: агропром

ფუტკრის ასკოსფეროზის და ასპერგილოზის სამკურნალო საშუალება.

გამოშვების ფორმა: გელი - ძირითადად მოქმედ ნივთიერებათ შეიცავს

კლოტრიმაზოლს და დამატებით კომპონენტებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ასკოსფეროზის და ასპერგილოზის აღმძვრელი

სოკოების საწინააღმდეგო ფართო სპექტრის პრეპარატი.

დოზები და გამოყენების წესები: 1 მეთოდი: სკის ძირზე აფენენ ცელოფანს,

პაკეტს ხსნიან და ფუნჯის საშუალებით შიგთავს-გელს უსმევენ წინასწარ

სკის ძირზე დაფენილ ცელოფანზე – 1 პაკეტი ერთ სკაზე - გაანგარიშებით.

დამუშავებას აწარმოებენ ორჯერადად 5-7 დღის შემდეგ

ზემოთ აღნიშნული მეთოდით ერთდროულად უტარებენ დეზინფექციას

თავისუფალ ჩარჩოებს და საფუტკრე ინვენტარს. დახოცილ ფუტკარს და

სკის ნაგავს წვავენ.

2 მეთოდი: ჰერმენტულ პაკეტის ზედაპირზე შახმატურად აკეთებენ 5-6

ხვრელს, 3მმ. დიამეტრის ოდენობით შიგთავსი გელის გამოსვლამდე, და

ათავსებენ სკის ძირზე – 1 პაკეტი ერთ სკაზე – გაანგარიშებით.

დამუშავებას აწარმოებენ ორჯერადად ფუტკრების მიერ გელის ათვისებს

შემდეგ – 5-7 დღის შემდეგ. ერთდროულად უტარებენ დეზინფექციას თავისუფალ

ჩარჩოებს და საფუტკრე ინვენტარს ნებადართული დეზინფექტანტის

საშუალებით. დახოცილ ფუტკარს და სკის ნაგავს წვავენ. ფუტკრის

ოჯახების დამუშავებას წყვეტენ არაუგვიანეს ორი კვირით ადრე, მთავარი

ღალიანობის დაწყებამდე, რათა აპრეპარატი არ მოხვდეს თაფლში.

საგანგებო მითითება: პაკეტები იხსნება საფუტკრეში, ფუტკრების დამუშავების

წინ.

შეფუთვა: 50 მლ. გელი შეფუთული ჰერმენტულ პაკეტებში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის

მიუწვდომელ ადგილას 00+250ჩ ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 2 წელი

მწარმოებელი: ,,აგროპრომი’’ - რუსეთი.