აპიტონი (ხსნარი)
აპიტონი (ხსნარი)

მწარმოებელი: Агробиопром

ფუტკრის ნოზემატოზის, ბაქტერიალური და სოკოვანი

დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

გამოშვების ფორმა: გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აპიტონს გამანადგურებელი ეფექტი აქვს

ნოზემაზე და მის სპორებზე, მოქმედებს ფუტკრის კუჭ-ნაწლავის მიკროფლორაზე,

კურნავს დიარეას (ფაღარათს), აგრეთვე აქტიურია სიდამპლის

აღმძვრელი დაავადების მიმართ. ახასიათებს ფუნგიციდური მოქმედების

ფართო სპექტრი ფუტკრის ასკოსფეროზის და ასპერგილეზის მიმართ.

აძლიერებს ფუტკრის რეზისტენტობას, სიცოცხლის ხანგრძლივობას და

კვერცხდების სტიმულაციას.

გამოყენების წესები და დოზირება: აპიტონი ფუტკარს ეძლევა, როგორც

საკვებდანამატი, 2მლ. აპიტონს ხსნიან 5ლ. შაქრის სიროფში მომზადებულს

(1:1) და ეძლევა საკვებად – 0,5ლ. ოდენობით ერთ ოჯახზე სამჯერ,

ყოველ 3-4- დღეში. საკვებურების მეშვეობით ან ასხავენ ცარიელ ფიჭებში,

რომლებსაც ათავსებენ ფუტკრის ბუდის ბარტყიან ზონაში.

საგანგებო მითითებები: პრეპარატი მზადდება გამოყენების წინ, აპიტონით

ნაკვები ფუტკრებიდან მიღებული თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად.

შეფუთვა: 2 მლ. შუშის ამპულაში, ბლისტერის შეფუთვაში.

შენახვის პირობები: ინახება, მშრალ, სინათლისაგან დაცულ 50+250ჩ ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: ,,აგრობიოპრომი’’ - რუსეთი.