ნოზემატი (ფხვნილი)
ნოზემატი (ფხვნილი)

მწარმოებელი: Апи-Сан

ფუტკრის ნოზემატოზის სამკურნალო-პროფილაკტიკური საშუალება.

შემადგენლობა: ნოზემატი მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს მეტრონიდაზოლს

(40%) და ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს (40%),

ხოლო დამხმარე კომპონენტის სახით გლუკოზას (20%).

მოქმედება: ნოზემატს ახასიათებს პროტოზოოციდური და ბაქტერაციდული

მოქმედების ფართო სპექტრი.

გამოყენების წესი და დოზირება: ნოზემატოზის სამკურნალო-პროფილაკტიკური

საშუალება გამოიყენება გაზაფხულზე მთავარი ღალიანობის

დაწყებამდე, საკვებთან ერთად (კანდი ან შაქრის სიროფი) 8-10 ჩარ-

ჩოიან ფუტკრის ოჯახზე 0.25 გ. გაანგარიშებით. ზამთრის ბოლოს-ადრე

გაზაფხულზე 2,5 გრ. ნოზემატს ამატებენ 5კგ. ცომისებურ საკვებს (კანდი)

დოზა 1 ოჯახს 0,5კგ. სამკურნალო კანდს. საგაზაფხულო ხილვის შემდეგ

ნოზემატი გამოიყენება სამკურნალო სიროფის სახით, რომლის დასამზადებლად

2.5 გრ. სამკურნალო საშუალებას წინასწარ ხსნიან 50 მლ თბილ

წყალში და ურევენ 10 ლ. შაქრის სიროფში, (1:1).

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.

უკუჩვენებები: დადგენილი არ არის.

დაყოვნების პერიოდი: თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად.

შენახვის პირობები: 5+250ჩ .

შენახვის ვადა: 3 წელი.

გამოშვების ფორმა: ნოზემატი წარმოდგენილია შეფუთვაში 2,5 ლამინირებული

ქაღალდის ან პოლიმერის ფირის პაკეტში.

მწარმოებელი: შპს „აპი-სანი“ - რუსეთი.