ბიპინი (სითხე)
ბიპინი (სითხე)

მწარმოებელი: Апи-Сан

ფუტკრების ვაროატოზის სამკურნალო-პროფილაკტიკური საშუალება

შემადგენლობა: ბიპინი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ამიტრაზს

– 12.5% და დამხმარე კომპონენტების სახით – სინტანოლს და ო-ქსილოლს.

მოქმედება: ბიპინის შემადგენლობაში შესულ ამიტრაზს ახასიათებს კონტაქტური

აკარიციდული მოქმედება ტკიპა იმაგოს Vარროა დესტრუცტორ მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება: ბიპინი გამოიყენება სამკურნალოპროფილაქტიკური

მიზნით ფუტკრის ვაროატოზის დროს და შემოდგომაზე

თაფლის გამოწურვის შემდეგ. ოჯახების გამოზამთრების პერიოდში,

პრეპარატი გამოიყენება შესხურების მეთოდით - 1 მლ. პრეპარატისა იხსნება

2 ლიტრ წყალში და ამუშავებს 20 ფ/ოჯახს. ( 0,5ლ. -1ლ. წყალში.10 ფ/

ოჯ.) ამუშავებენ ორჯერადად 7 დღის ინტერვალით

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის გამოყენებისას ფუტკრის ოჯახში

გვერდითი მოვლენები და გართულებები არ აღინიშნება.

უკუჩვენება: პრეპარატის გამოყენებისას უკუჩვენება დადგენილი არ არის.

დაყოვნების პერიოდი: ბიპინით დამუშავებული ფუტკრის ოჯახებიდან

თაფლის გამოწურვას აწარმოებენ არანაკლებ 10 დღის შემდეგ და გამოიყენება

საერთო საფუძველზე.

შენახვის პირობები: ბიპინი ინახება მწარმოებლის შეფუთვაში, ცალკე

საკვები პროდუქტებისგან, მშრალ, პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ

ადგილზე, 50+250ჩ ტემპერატურის პირობებში.

შენახვის ვადა: სამკურნალო საშუალების ვარგისიანობის ვადა შენახვის

პირობების დაცვის შემთხვევაში შეადგენს 3 წელს გამოშვების დღიდან.

გამოშვების ფორმა: პრეპარატი წარმოდგენილია შეფუთვაში 0.5 ან 1.0 მლ

შუშის ამპულებში, რომლებიც მოთავსებულია პლასტიკურ ბლისტერში, ან

პოლიმერის საცობებით ან ალუმინის ხუფებით დახურულ შუშის ფლაკონებში

მწარმოებელი: შპს “აპი-სანი”– რუსეთი.