პოლისანი (მუყაოს ფირფიტები)
პოლისანი (მუყაოს ფირფიტები)

ვაროატოზის და აკარაპიდოზის სამკურნალო საშუალება.

გამოშვების ფორმა: თერმული მუყაოს ფორფიტები 100ხ20ხ2მმ. გაჟღენთილი

ბრომპროპილატის ხსნარით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: მუყაოს ფირფიტის დაწვისას გამოიყოფა

კვამლი აეროზოლი, რომელსაც ახასიათებს მკვეთრი აკარიციდული მოქმედება

ზრდასრული ტკიპა Vერროა ჯაცობსონი და Aცარაპის ვუდი–ს წინააღმდეგ.

დოზები და გამოყენების წესები: პრეპარატს იყენებენ გაზაფხულზე –ფუტკრის

გამომღერების შემდეგ, და ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში –თაფლის

გამოწურვის შემდეგ.

ფუტკრის ოჯახების დამუშავებას აწარმოებენ არანაკლებ 100ჩ ტემპერატურის,

ადრე დილით ან საღამოს ფუტკარის ფრენის დამთავრების შემდეგ. 10-12

ჩარჩო ფუტკარს ამუშავებენ ერთი პოლისანის ფირფიტით.

დაავადებულ ოჯახს ამუშავებენ ორჯერადად 5-7 დღის ინტერვალით; ნაყარებს

– ორჯერადად 24 საათის ინტერვალით.

დამუშავებამდე სკის ძირზე ათავსებენ ბადისებურ ჩარჩოს. ფირფიტებს

ამაგრებენ 20 სმ სიგრძის მავთულზე და უკიდებენ ცეცხლს, შემდეგ ცეცხლის

ალს აქრობენ და აბოლებული შეაქვთ სკაში ბუდის ზევით და ათავსებენ ბოლო

ჩარჩოებს შორის. წინასწარ ჩარჩოებს აცილებენ ერთმანეთს 3სმ, ან ათავსებენ

აბოლებულ პოლისანის ფირფიტებს რკინის ბადისებურ ჩარჩოზე,. სკაში აბოლებული

ფირფიტა შეიძლება შევიტანოთ ქვედა საფრენიდან, რომელსაც ათავსებენ

ვერტიკალურად სკის ფსკერზე სპეციალურ რკინის ფირფიტაზე.

შემდეგ ქვედა საფრენს ხურავენ ჰერმეტულად. მბოლავი ფირფიტა არ უნდა

ეხებოდეს სკის ხის ნაწილებს.

1 საათის შემდეგ ამოწმებენ ფირფიტის სრულ წვას. თუ პოლისანის ფირფიტა

სრულად არ დაიწვა, დამუშავებას იმეორებენ მთელი ან ნახევარი ფირფიტით.

მის შემდეგ აღებენ საფრენს და გამოაქვთ ადრე შეტანილი ფირფიტები.

პრეპარატის თაფლში მოხვედრის ასაცილებლად, ფუტკრის ოჯახების დამუშავებას

წყვეტენ არაუგვიანეს 30 დღისა მთავარი ღალიანობის დაწყებამდე.

საგანგებო მითითება: პაკეტი უნდა გაიხსნას საფუტკრეში, ფუტკრების დამუშავების

წინ. პოლისანით დამუშავებული ფუტკრებიდან მიღებული თაფლი

გამოიყენება შეუზღუდავად.

შეფუთვა: ჰერმეტულად ფოლგის პაკეტში შეფუთული 10 ფირფიტა.

შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიწუვდომელ

ადგილას. 00+250ჩ ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: ,,აგროპრომი’’ - მოსკოვი.