თიმოლი (ფხვნილი)
თიმოლი (ფხვნილი)

მწარმოებელი: Агробиопром

ვაროატოზის, აკარაპიტოზის, ნოზემატოზის,

ასკოსფეროზის და სიდამპლეებით გამოწვეული დაავადებების

სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება.

გამოშვების ფორმა: უფერო კრისტალი ან თეთრი მომწარო, სასიამოვნო

გემოს ფხვნილი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს ახასიათებს გამოხატული

აკარიციდული, ბაქტერიოციდული, ნოზემაციდური და ფუნგიციდური

მოქმედება. იყენებენ ვაროატოზის, აკარაპიდოზის ნოზემატოზის,

ასკოსთეროზის და სიდამპლეებით გამოწვეული დაავადებების საწინააღმდეგო

მოქმედება.

გამოყენების წესები და დოზირება: პრეპარატს იყენებენ ფუტკრის საგაზაფხულო

გამოფრენისას და შემოდგომაზე ფუტკრის ოჯახის სიძლიერის

მომატების მიზნით. თიმოლს იყებებენ, როგორც სამკურნალო მისაკვები,

გახსნილი შაქრის 50% კონცენტრაციის – 100 მლ. ოდენობით ერთ ჩარჩო

ფუტკარზე სავსე ჩარჩოზე. სამკურნალო შაქრის სიროფს უსხავენ სკის

ზედა საკვებურებში ან ცარიელ ფიჭებში ბარტყიანი ბუდის ნაწილში.

ფუტკარს თიმოლის შაქრიანი სიროფით კვებავენ 4 ჯერადათ 3-4 დღის ინტერვალით.

თიმოლის სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად, იღებენ 3 გრ. თიმოლს და

ურევენ 10 კგ. კანდს. სამკურნლო კანდი ეძლევა 40გრ. ოდენობით ერთ

ფუტკრით სავსე ჩარჩოზე. მკურნალობის მიზნით საკმარისია ერთჯერადი

დამუშავება. სამკურნალო მიზნით – კვებავენ ფუტკარს 3-ჯერადათ, 6-7

დღის ინტერვალით. ერთი ფლაკონი პრეპარატი ამუშავებს 250 ფუტკრიან

ჩარჩოს, (25 ფუტკრის ოჯახს).

თი მოლით ყველა სახის დამუშავება უნდა ჩატარდეს არანაკლებ +150ჩ

ტემპერატურაზე.

ფუტკრების დამუშავებისას მკაცრად უნდა დაიცვათ სამუშაო ხსნარის

კონცენტრაციის მომზადების რეკომენდაცია და მის 1 ფუტკრის ჩარჩოზე

გახარჯვის ნორმა.

საგანგებო მითითებები: პრეპარატით დამუშავებისას დაუშვებელია ხსნარის

მოხვედრა თვალებში და სასუნთქ გზებში. თიმოლით დამუშავებული

ფუტკრის ოჯახიდან მიღებული თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად.

შეფუთვა: 3გრ. ფლაკონი.

შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ ოთახის ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: ,,აგრობიოპრომი’’ – რუსეთი.