ბაივაროლი (ფირფიტები)
ბაივაროლი (ფირფიტები)

მწარმოებელი: Bayer

ფუტკრის ვაროატოზის საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა: თითო ფირფიტა შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ფლუმეტრინს

- 3,6 მგ.

მოქმედება: ფუტკრის ვაროატოზის (Vარროა ჯაცობსონი) სამკურნალო-პროფილაქტიკური

საშუალება.

გამოყენების წესი და დოზირება: ფირფიტები თავსდება სკებში ჩარჩოებს

შორის, ორივე დასაკიდი მარყუჟი იკეცება ზემოთ ერთი მიმართულებით გადასაკეც

მარკირებულ ხაზზე და იკიდება ფირფიტა ჩარჩოს ზედა თამასაზე.

სუსტი ოჯახებისთვის, გამოიყენება 2 ფირფიტა. ძლიერი ოჯახებისთვის -

4 ფირფიტა. ბაივაროლის გამოყენების ყველაზე ეფექტური პერიოდი არის

ზაფხულის ბოლო, მთავარი ღალიანობის შემდეგ.

დიაგნოსტიკა: ფირფიტების მოთავსების წინ სკის ძირზე დააფინეთ სუფთა

ქაღალდი. ფირფიტის დაკიდებიდან 24 საათში ძირი შეამოწმეთ მკვდარი

ვაროას ტკიპების არსებობაზე. ფირფიტების გამოყენების ხანგრძლივობა

– არა უმეტეს ექვსი კვირისა.

შენახვის ვადა: 5 წელი.

შეფუთვა: მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 5 ფოლგის პაკეტი, თითო პაკეტში

– 4 პლასტიკური ფირფიტა.

მწარმოებელი: ბაიერი მალჰელზ, გერმანია.