12-14 მარტს, ბანგკოკში, ტაილანდში, გაიმართა VIV Asia 2025 – ვეტერინარული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური  საერთაშორისო გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობდა თითქმის 1,250 საერთაშორისო კომპანია, მათ შორის როგორც გლობალური ბრენდები, ისე  რეგიონალური ლიდერი მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ცხოველთა ჯანმრთელობის, კვებისა და ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

მეგავეტისთვის VIV Asia 2025 -ში მონაწილეობა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა  როგორც ახალი კომპანიების გასაცნობად და საქმიანი კავშირების დასამყარებლად, ისე  არსებული პარტნიორების შესახვედრად და  საქმიანი ურთიერთობების გასამყარებლად.

                     

თარიღი: მარტი 14, 2025