საერთაშორისო გამოფენა “Interzoo 2024” (7-10 მაისი) ჩატარდა გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში, სადაც ძირითადად წარმოდგენილი იყო პროდუქცია შინაური ცხოველებისთვის. “Interzoo” იმართება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან სავაჭრო გამოფენას მსოფლიოში. წელს “Interzoo 2024”- ი წარმოდგენილი იყო 14-ი საგამოფენო დარბაზით და მწარმოებელი კომპანიებით 58 ქვეყნიდან, მათ შორის იყვნენ “მეგავეტის” პარტნიორი კომპანიები: “ბიოგანსი”, დოლფოსი, ტისერტი და ა.შ.
“მეგავეტისთვის” ვიზიტი ნიურნბერგში საკმაოდ პროდუქტიული და საინტერესო აღმოჩნდა ახალი საქმიანი კავშირების დამყარებისათვის, ასევე გამოფენის ფარგლებში გაიმართა შევხვედრები პარტნიორ კომპანიებთან და დარგის სპეციალისტებთან.