“საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის” მოწვევით და კომპანია “მეგავეტის” სპონსორობით და ორგანიზებით 2022 წლის, 23 ივნისს გაიმართა კონფერენცია “ანესთეზიის მონიტორინგი და გართულებები წვრილ ცხოველებში” ესტონეთიდან მოწვეული იყო ვეტერინარ-ანესთეზიოლოგი, პროფესორი, ვეტერინარიის დოქტორი ალექსანდრ სიმიონოვი, რომელმაც ისაუბრა ანესთეზიის რისკებსა და გართულებებზე, ანესთეზიის მონიტორინგზე, ანესთეთიკების ფარმაკოლოგიაზე და ა.შ. შეხვედრას ესწრებოდნენ, ვეტერინარები, ვეტერინალური კლინიკის წარმომადგენლები და სტუდენტები.
კონფერენციის მსვლელობისას ასევე გაიმართა ჩართვა კომპანია “ზოეთისის” ტექნიკურ სპეციალისტთან, ვეტერინარ ოლგა პოლატაიკოსთან, რომელმაც ისაუბრა “ზოეთისის” წარმოების ანტიპარაზიტული პრეპარატების: სიმპარიკა, სიმპარიკა ტრიო, სთრონგჰოლდი და სთრონგჰოლდ პლუსის შესახებ და ასევე უპასუხა დამსწრე საზოგადიების შეკითხვებს.