მიმდინარე წლის, 6-11 ნოემებერს “მეგავეტისა” და პარტნიორი კომპანია “ბიოვეტას” ორგანიზებით დაგეგმილ ავსტრია-ჩეხეთის ტურზე, მეგავეტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოდან გაემგზავრნენ ვეტერინარები, ტური საკმაოდ საინტერესო და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა, ტურის ფარგლებში ჩვენს ვეტერინარებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სხვადასხვა ვორქშოფებს, ტრენინგებს, კონფერენციებს და გაცნობოდნენ სიახლეებს ვეტერინარიის დარგში.  ასევე მოინახულეს “ბიოვეტას” საწარმო,  ქვეყნის წამყვანი ფერმები და ვეტერინარული კლინიები.  თავისუფალ დროს დაათვალიერეს ქვეყნის ღირსშესანიშნაობები.

თარიღი: ნოემბერი 12, 2023