ტიმპანოლი (პერორალური ხსნარი)
  ტიმპანოლი (პერორალური ხსნარი)

მწარმოებელი: Фармакс

მწარმოებელი: „ფარმაქსი“, რუსეთი


შემადგენლობა: შხამას ალკალოიდები, სესკვიტერპინული ლაქტონები, აეროსილი, კრემნიუმორგანული ქაფჩამქრობი, რძემჟავა, პოლივინილის სპირტი, სასმელი ან გაწმენდილი წყალი.

სამიზნე ცხოველები: მცოხნავი ცხოველების: 

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ძროხა და კამეჩი

წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი:  ცხვარი და თხა

გამოიყენება

გაბერილობა (ტიმპანია) და ნაწლავების მწვავე მეტეორიზმი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

ტიმპანოლი აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას

ხელს უშლის ფაშვში აირების წარმოშობას

შლის წარმოქმნილი აირის ბუშტუკებს

გააჩნია ანტისეპტიკური და რუმინატორული მოქმედება

აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სეკრეციას და პერისტალტიკას

მიღების წესი და დოზირება:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:  (ძროხა, კამეჩი) – 0,4–0,5 მლ/ კგ ცოცხალ წონაზე

წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი:  ცხვარი და თხა– 0,5–1,0 მლ/ კგ ცოცხალ წონაზე. 

გამოყენების წინ ტიმპანოლი იხსნება მდუღარე წყალში შეფარდებით 1:10, 1:15.

ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს ერთგვაროვანი სითხის მიღებამდე.

ტიმპანოლი შეიყვანება რეზინის ბოთლის ან საყლაპავი ზონდის მეშვეობით უშუალოდ ფაშვის ღრუში

თუ დაავადების ნიშნები არ ქრება ტიმპანოლის შეყვანიდან 10–15 წუთში, პრეპარატი განმეორებით შეიყვანება იმავე დოზით, მაგრამ პრეპარატი უნდა გაიხსნას შეფარდებით 1:5–1:10

ტიმპანოლის დანიშვნა შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

უკუჩვენებები: დადგენილი არ არის.

ლოდინის პერიოდი: შეზღუდვების გარეშე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ, გრილ და იზოლირებულ ადგილას,  0–200C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 18 თვე. 

შეფუთვის ფორმა : 200 მლ შუშის ან პოლიეთილენის ფლაკონი ხრახნიანი თავსახურით.