ჩვენ შესახებ

1996 წელს ქ.გორში ფუნქციონირება დაიწყო პირველმა, კერძო ვეტერინარულმა აფთიაქმა ფართო პროფილით,  აქამდე არსებული ერთადერთი სახელმწიფო ვეტაფთიაქი ემსახურებოდა მხოლოდ სას.სამ.ცხოველებს და ფრინველებს, მაგრამ რეალურად აუცილებელი გახდა შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა), ფუტკრის,  დეკორატიული ცხოველების და ფრინველების მომსახურებაც, ეს მისია იტვირთა ჩვენმა ვეტაფთიაქმა.
   ჩვენ წარმატებით გავართვით თავი დაწყებულ საქმიანობას, მაგრამ წლების გამოცდილებამ დაგვაყენა იმ  რეალობის წინაშე, რომ საჭირო იყო უფრო ფართო მასშტაბის მქონე კომპანიის შექმნა, რომელიც თავისი კონტაქტებით უცხოურ კომპანიებთან, ახალ-ახალი პრეპარატების დარეგისტრირებით და ფართო ასორტიმენტით თავის სიტყვას იტყოდა და მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა ქართულ ვეტერინარულ ბაზარზე.
    ასე შეიქმნა შპს „მეგავეტი“ 2010 წელს ქ.თბილისში.  დაარსებიდან დღემდე „მეგავეტი“ ინოვაციების ძიებაშია, აფართოებს პარტნიორი კომპანიების რიცხვს, „მეგავეტი“ არის მრავალი ევროპული, აზიური და რუსული, GMP და ICO 9001 სტანდარტების მქონე  კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.
    დღეს კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს სრულ პაკეტს მეცხოველეობის დარგის წარმატებით განვითარებისთვის: ვაქცინები, სამკურნალო პრეპარატები, ვიტამინები, სადეზინფექციო და სადერატიზაციო საშუალებები, საკვები, საკვებდანამატები, აქსესუარები  და მოვლის საშუალებები.
     კომპანია დინამიურად ვითარდება, მუდმივად აახლებს  ასორტიმენტს მაღალტექნოლოგიური  და ეფექტური  ვეტერინარული პრეპარატებით,  ეძებს  წინსვლის ახალ გზებს, იწვევს და აწყობს შეხვედრებს პარტნიორი კომპანიების წამყვან სპეციალისტებთან  სიახლეების გასაცნობად.
   „მეგავეტი“ მოქმედებს მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, ამის დასტურია სადისტრიბუციო ქსელის შექმნა, რომელიც დროულად და ფართო ასორტიმენტით ფარავს მთლიან საქართველოს.
   კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით, რომლებიც თავიანთი გამოცდილებით მუდმივ მზადყოფნაში არიან მოსახლეობის დასახმარებლად, კონსულტანტებად მოწვეული არიან ქვეყნის წამყვანი ვეტერინარები, რომლებიც ხვდებიან მეცხოველე სპეციალისტებს, ატარებენ საკონსულტაციო სამუშაოებს, ეხმარებიან მათ დაავადებების დიაგნოსტირებაში, ვეტერინარული პრეპარატების და მათი ანალოგების სწორად შერჩევაში და გამოყენებაში.
     „მეგავეტი“ არ ჯერდება მიღწეულს, აგრძელებს  განვითარებას, ახალი პარტნიორების მოძიებას და მსოფლიო სტანდარტების მქონე  ვეტერინარული პრეპარატებით ასორტიმენტის გაფართოებას, ამით ჩვენი წვლილი  შეგვაქვს  მეცხოველეობის, მეფრინველეობის, მეფუტკრეობის სტაბილურად განვითარებაში.

სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და ფრინველის ვაქცინებით, ვეტერინარული პრეპარატებით, პრემიქსებით  და საკვებით საბითუმო ვაჭრობა. 

შინაური ცხოველების  ვაქცინებით, ვეტერინარული პრეპარატებით, პრემიქსებით,  საკვებით და  აქსესუარებით  საბითუმო და საცალო  ვაჭრობა.

ჰიგიენის  საშუალებებით  საბითუმო და საცალო  ვაჭრობა.