• Georgian
  • Russian
  • English
მთავარი
  • კომპანია
    • კომპანიის შესახებ
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
  • პროდუქცია
    • ვაქცინები, შრატები
    • ანტიბიოტიკები და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები
    • ანტიპარაზიტული პრეპარატები
    • სედატიური და ანალგეტიკური საშუალებები
    • ვიტამინები და რკინის შემცველი პრეპარატები
    • სხვადასხვა
    • საკვები
    • ჰორმონალური და მასტიტის საწინააღმდეგო საშუალებები
    • მალამოები
    • პრემიქსები-საკვებდანამატები
    • ჰიგიენის საშუალებები
    • ინსექტიციდები და სადერატიზაციო საშუალებები
    • ფუტკრის პრეპარატები
სიახლეები პარტნიორები სად ვიყიდოთ კონტაქტი
ცხოველთა კატეგორიები
მეგავეტი Facebook_ზე
მეგავეტი/megavet

კინორონი

July 25th, 2017იმუნომოდულატორები • ძაღლი0 კომენტარი
Кинорон_1-доза

სამკურნალო ფორმა: ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

პრეპარატის ერთ სამკურნალო დოზა, რომელიც მოთავსებულია ერთ ფლაკონში შეიცავს მოქმედი ნივთიერების სახით ინტერფერონი ალფა 2b–ს არანაკლებ 1*105 ME*

და დამხმარე ნივთიერებებს: ფოსფორმჟავა ნატრიუმს, ფოსფორმჟავა კალიუმს, ლაქტოზას, რეოპოლიგლუკინს.

გარეგნული სახით პრეპარატი წარმოადგენს ფხვნილს (ან ფოროვან მასას) თეთრ ან  კრემის ფერს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კინორონი განეკუთვნება იმუნომოდულატორების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს.

კინორონი გააჩნია ანტივირუსული და იმუნომამოდულირებელი მოქმედება. თრგუნავს დნმ–ის და დნმ–ის შემცველი ვირუსების გამრავლებას, აინჰიბირებს ვირუსული გენების ექსპრესიას. ინტერფერონის იმუნომამოდულირებელი მოქმედება მოიცავს ზემოქმედებას იმუნური სისტემის უჯრედულ რგოლებზე:

ასტიმულირებს ლიმფოციტების ლითიურ, სპეციფიკური ციტოქსიური T–ლიმფოციტების და მაკროფაგების აქტივობას, ზეგავლენას ახდენს B–ლიმფოციტების მიერ სპეციფიკური ანტისხეულების წარმოქმნას, არეგულირებს KLA ანტიგენების ექსპრესიას უჯრედების მემბრანებზე და ასტიმულირებს საკუთარი ალფა ინტერფერონის გამომუშავებას.

კინორონი თერაპიული დოზებით კარგად გადაიტანება ცხოველების მიერ, არ ავლენს ადგილობრივად გამაღიზიანებელ, ასევე ემბრიოტოქსიკურ, ტერატოგენურ, მუტაგენურ და მასენსიბილიზებელ მოქმედებებს.

გამოყენების წესი და დოზირება:

კინორონს იყენებენ სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით მტაცებელი ცხოველების ჭირის, ძაღლებში ვირუსული ენტერიტის, ინფექციური ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ.

კინორონი შეყავთ კუნთებში ან კანქვეშ.

გამოყენების წინ პრეპარატს ხსნიან 2 მლ სტერილურ გამოხდილ წყალში, საინექციო წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში და ურევენ სრულ გახსნამდე. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ხსნარის შენახვა მაცივარში არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში.

დაინფიცირების საშიშროების დროს პროფილაქტიკური მიზნით შეყავთ

-ცხოველებში 10 კგ–მდე მასით – პრეპარატი 2–დან 4 მლ–მდე (1–2 დოზა);

-10 კგ–ზე მეტი მასით – 4–დან 6 მლ–მდე (2–3 დოზა).

პრეპარატს იყენებენ დღეგამოშვებით დაინფიცირების საშიშროების გაქრობამდე.

სამკურნალო მიზნით პრეპარატს იყენებენ დაავადების პირველი ნიშნების დროს იმავე დოზებით მკურნალობის პირველი სამი დღე–ღამის განმავლობაში და შემდგომ – 1–ჯერ დღე–ღამეში 7–10 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის გამოყენებისას წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ აღინიშნება.

შენახვის ვადა: პრეპარატის ვარგისიანობის ვადა შენახვის პირობების დაცვით მწარმოებლის დახურულ შეფუთვაში – 3 წელი წარმოების დღიდან. აკრძალულია პრეპარატის გამოყენება  ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები: სამკურნალო პრეპარატს ინახავენ მწარმოებლის დახურულ შეფუთვაში მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას, პროდუქტებისა და ცხოველების საკვებისაგან განცალკევებით, ტემპერატურაზე 2OC- დან 10OC –მდე.

კინორონი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუდგომელ ადგილას.

დაფასოება: კინორონს უშვებენ დაფასოებულს 1 დოზად შუშის ფლაკონებში 8 მლ ტევადობით.

მწარმოებელი:  დსს „მოსაგროგენი“, რუსეთი

Last Post
Next Post

fosprenil

ფოსპრენილი

ფოსპრენილი შემადგენლობა: სტერილური საინექციო ხსნარი. 1 მლ ფოსპრენილი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს 4 მგ პოლიპრენოლების ფოსფატის დინატრიუმის მარილს, ხოლო დამხმარე ნივთიერებების სახით ...

gamavit

გამავიტი

გამავიტი შემადგენლობა: 1 მლ გამავიტი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს: ნატრიუმის ნუკლეინატს – 0,02 მგ, დენატურირებული ემულგირებული პლაცენტის მჟავურ ჰიდროლიზატს – 0,50 ...

Миксоферон_сухой_50-доз

მიქსოფერონი

სამკურნალო ფორმა: ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად. ერთი ფლაკონი შეიცავს: –        ინტერფერონი ალფა 2b–სარანაკლებ 50 დოზას (50x105 საერთაშორისო ერთეულს (ME)და დამხმარე ნივთიერებებს: ფოსფორმჟავა ...

0 კომენტარი

Click here to cancel reply.



ვიდეო
ონლაინ მხარდაჭერა
ამინდი & ვალუტა
  • გალერია
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა
  • მთავარი ოფისი
  • ქ.თბილისი ტრანსპორტის ქ.№1
  • +995 551 00 73 73;
  • info@Megavet.Ge
  • Skype
  • დახმარება
  • დაუსვით შეკითხვა ექიმს
  • მეგავეტი/megavet