date
13 Jun .2019

დსს “აგრობიოპრომი”-ს წარმომადგენლის შეხვედრა მეფუტკრეებთან

მიმდინარე წლის 5-6 აპრილს შპს  “მეგავეტ”-ს სტუმრობდა  რუსეთის კომპანია დსს „აგრობიოპრომი“-ს წარმომადგენელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ვეტერინარული პრეპარატების  გამოგონების და დანერგვის განყოფილების გამგე, ქ-ნი თამარა ბესპალოვა.

შპს „მეგავეტი“  რამოდენიმე წელი აქტიურად და წარმატებით საქმიანობს აღნიშნულ კომპანიასთან.

თ.ბესპალოვამ  5 აპრილს ქ.ქუთაისში და 6 აპრილს ქ.თბილისში ჩაატარა პრეზენტაცია-სემინარი, წარმოადგინა დსს „აგრობიოპრომი“-ს მიერ წარმოებული ფუტკრის დაავადებების საწინააღმდეგო ახალი სამკურნალო და მასტიმულირებელი საშუალებები, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ პრეპარატებზე, რომლებიც დაარეგისტრირა შპს „მეგავეტ“-მა საქართველოში ,  აღინიშნა რომ ეს პრეპარატები გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში და აპრობირებულია წარმატებით.

„მეგავეტი“-ს  კონსულტანტმა მეფუტკრეობის საკითხებში, ქ-მა ტატა მათნაძემ დამსწრეებთან ისაუბრა მის მიერ შედგენილ  „კატალოგი ფუტკრის დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები“-ის ირგვლივ.

სემინარი ჩატარდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

სემინარის დასასრულს ქ-მა თ.ბესპალოვამ სემინარის მონაწილეებს მისცა სასარგებლო პრაქტიკული რჩევები.